ელისაბედ II და პრინცი ფილიპი ქორწინების 73 წლის იუბილეს აღნიშნავენ

    ელისაბედ II და პრინცი ფილიპე ქორწინების კიდევ ერთ წელს აღნიშნავენ. 20 ნოემბერს, მონარქისა და ედინბურგის ჰერცოგის 73 წლის იუბილე აღინიშნება.

    ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე, დედოფალი მეუღლესთან ერთად იღებს შვილთაშვილების, პრინცი ჯორჯის, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის მიერ შექმნილ საიუბილეო მისალოც ბარათებს. ფოტოზე ასევე კარგად ჩანს სხვა მისალოცი ბარათებიც, რომლებსაც სამეფო წყვილს უგზავნიან გულშემატკივრები.

    ამჟამად დედოფალი ელიზაბედი და პრინცი ფილიპე, კორონავირუსის პანდემიისა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული იზოლაციის ფონზე, კარანტინში იმყოფებიან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი