ელიზაბეტ II-ს ქალიშვილის, პრინცესა ანას გლამურული ცხოვრება

    პრინცესა ანა დედოფალი ელიზაბეტისა და პრინცი ფილიპის ერთადერთი ქალიშვილია. ჩარლზის უმცროსი და 1950 წელს დაიბადა. ანას ლამაზი და გლამურული ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცეოდა. მან საკუთარი სტილით სახელი ახალგაზრდობაშივე გაითქვა.

     

    თუმცა, კარგი გემოვნენა ერთადერთი არაა, რითაც გამოირჩევა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, პრინცესამ ცხენოსნობაში ორი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ის ასევე ბრიტანული სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. დღესდღეობით კი საქველმოქმედო საქმიანობითაა სახელგანთქმული. ანა 200-ზე მეტ ორგანიზაციას მფარველობს.

    რაც შეეხება, მის პირად ცხოვრებას, პრინცესა 1973 წელს დაქორწინებული იყო კაპიტან მარკ ფილიპსზე, თუმცა 1992 წელს წყვილი განქორწინდა. ანას მისგან ორი შვილი ჰყავს. დაშორებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ანა კვლავ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული ვიცე-ადმირალი, სერ ტიმოტი ლოურენსი გახდა.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი