ელზა პატაკი: “ლიამი მაილიზე უკეთეს ადამიანს იმსახურებს”

    როგორც იცით, ლიამ ჰემსვორთი და მომღერალი მაილი საირუსი ერთმანეთს დაშორდნენ. ცოტა ხნის წინ ლიამმა მაილის ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა.

    ახლახან ესპანელი მსახიობი და მოდელი, ელზა პატაკი ლიამის პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. ელზა ლიამ ჰემსვორთის ძმის, კრის ჰემსვორთის მეუღლეა. ელზამ მადრიდში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ ლიამი რა თქმა უნდა ბედნიერი არ არის იმით, რომ მაილის დაშორდა, თუმცა ის უკეთესს იმსახურებს.

    ფანების ნაწილს ელზას ეს განცხადება ძალიან გაუკვირდა, რადგან ლიამის და მაილი საირუსის ერთად ყოფნის დროს, ლიზას და მაილის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი