ემილი რაჟატკოვსკი “ძაღლის გასეირნების სტილს” ამკვიდრებს

    რა კავშირი შეიძლება იყოს მოდასა და ძაღლის გასეირნებას შორის? როდესაც ძაღლის პატრონი ემილი რაჟატკოვსკია, თაყვანისმცემლები ძაღლის ყოველ გასეირნებას მოუთმენლად ელოდებიან, რადგან ემილის თითოეული გამოჩენა დასამახსოვრებელია – მას ყოველთვის განსაკუთრებულად აცვია.

    ამ კვირაში ემილი და კოლომბო (მისი ძაღლი) ორჯერ დააფიქსირეს პაპარაცებმა. პირველად მას გამოყვანილი ყვითელი კაბა და სპორტული ფეხსაცმელი Nike Air Max 97 ეცვა. გარდა ამისა, ე.წ. cat eye სათვალე ეკეთა და შავი პატარა ჩანთა ჰქონდა მხარზე გადაკიდებული. მეორედ ის ჭრელი მინი სარაფანით გამოჩნდა, რომელსაც Nike Cortez დაბალყელიანი წითელი კეტები შეუხამა.

    კოლომბოს გასეირნების შემდეგ ემილი რაჟატკოვსკის ლუქებს აქტიურად განიხილავენ. როგორც ჩანს იგი “ძაღლის გასეირნების სტილს” ამკვიდრებს

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი