ემილი რატაჟკოვსკის სათვალე და ლუქი განხილვის საგანი გახდა. დიდი ზომის, სპორტული სტილის სათვალეები ბოლო დროის ტრენდად იქცა. შესაძლოა ეს კიმ კარდაშიანისა და ბელა ჰადიდის დამსახურებადაც ჩაითვალოს.
კვირას, ემილი მოწითალო-მოყვითალო ფერის დიდი ზომის სათვალით გამოჩნდა. რაც შეეხება ტანსაცმელს, მან წითელ კაბას თეთრი კეტები შეუხამა და საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო ლუქი გამოუვიდა. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ემილიმ ე.წ. street style-ს სულ სხვა მიმართულება მისცა.














