ემილი რატაკოვსკი ორსულადაა!

    ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და სექსუალური მოდელი, ემილი რატაკოვსკი მალე დედა გახდება. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. 29 წლის მოდელმა ლენა დამენის მოკლემეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა. 3 წუთიან ვიდეოში ის ყვება, თუ როგორ შეიცვალა მისი სხეულის ფორმები ორსულობისას და რას გრძნობს, როგორც მომავალი დედა.

    ბავშვის მამა ემილის მეუღლე, მუსიკალური პროდიუსერი სებასტიან ბირ-მაკლარდია. ბოლო პერიოდში, ემილი არც ისე ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში და თუ პაპარაცები სადმე “გამოიჭერდნენ,” ყოველთვის სპორტულად და თავისუფლად ეცვა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი