ემილი რატაკოვსკის ოჯახური გასეირნება პლიაჟზე

    ემილი რატაკოვსკი ქმართან, სებასტიან ბირ-მაკლარდთან ერთად გამოჩნდა. კორონავირუსის ყოველდღიური ნეგატიური ამბების ფონზე მოსიყვარულე წყვილის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარანტინის გამო რომანტიკა არ უნდა დაგვავიწყდეს.

    კარანტინის პერიოდში, დროის დიდ ნაწილს წყვილი სახლში ატარებს. ისინი დროდადრო სახლის მახლობლად, საყვარელ ძაღლთან, კოლომბოსთან ერთად სეირნობენ. სებასტიანი და ემილი პაპარაცებმა ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. პაპარაცების გამუდმებული თვალთვალის მიუხედავად, ისინი არ ერიდებიან გრძნობების საჯაროდ გამოხატვას.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი