ენ ჰეტევეი მეორე ბავშვს ელოდება!

    ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი ორსულადაა. ამის შესახებ საზოგადოებამ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს საშუალებით შეიტყო.

    “ეს ფილმისთვის არ არის” – ასეთი წარწერით გაამოაქვეყნა ფოტო ინსტაგრამზე ჰეტევეიმ, სადაც მსახიობი პროფილში დგას და საკმაოდ კარგად ეტყობა მუცელი. ჰეტევეი ასევე გამოეხმაურა წყვილებს, რომლებსაც უნაყოფობა აწუხებთ და აღნიშნა, რომ მისთვისაც არ ყოფილა იოლი არც პირველი და არც მეორე ორსულობა.

    შეგახსენებთ, რომ ენ ჰეტევეი დაქორწინებულია მსახიობ ადამ შულმანზე და მათ უკვე ჰყავთ 3 წლის ვაჟი, ჯონათანი. ცოტა ხნის წინ ჰეტევეიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარკვეულ ასაკამდე ჯონათანი მოარიდოს სოციალურ ქსელებს, რადგან მისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი