ენრიკე იგლესიასს და ანა კურნიკოვას მესამე შვილი შეეძინათ

    ცნობილი წყვილის, ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას ოჯახში მატებაა – მათ მესამე შვილი შეეძინათ. ენრიკემ თვითერზე გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო წარწერით “My Sunshine.”

    მოგვიანებით, პატარასთან პირველი შეხვედრის გულისამაჩუყებელი ფოტო ანამაც გაავრცელა.

    შეგახსენებთ, რომ ანა და ენრიკე ერთად 2001 წლიდან არიან. მათ უკვე ჰყავთ ორი შვილი – 2 წლის ტყუპები, ლუსი და ნიკოლასი.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი