Erborian Centella Redness – კორეული მიდგომა სიწითლისკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის

    ფრანგულ-კორეულმა ბრენდმა Erborian-მა სილამაზის ინდუსტრიაში მყარად დაიმკვიდრა ინოვატორის სტატუსი. Erborian-ის მთავარი ფილოსოფია ჰიბრიდულ მოვლაში მდგომარეობს – ბრენდი შლის საზღვრებს კანის მოვლასა და მაკიაჟს შორის. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ქართულ ბაზარზე ერთდროულად სამი ახალი, ინოვაციური ხაზის წარდგენა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Centella Redness Line – სპეციალურად სიწითლის დასამარცხებლად და მგრძნობიარე კანის დასამშვიდებლად შექმნილი სერია.

    რატომ წითლდება კანი და როგორ უმკლავდება მას Erborian?

    სახის კანის სიწითლე, წვა თუ უსიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნება მხოლოდ დროებითი ესთეტიკური ხარვეზი არ არის. გარემო პირობების, სტრესის, ტემპერატურული ცვლილებებისა თუ არასწორი მოვლის გამო კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი სუსტდება. დაზიანებული ბარიერი ვეღარ ინარჩუნებს ტენიანობას, კანი ხდება ჰიპერმგრძნობიარე და მიდრეკილი ანთებითი რეაქციებისკენ.

    ეს პროცესი ხშირად იწვევს დისკომფორტსა და თავდაჯერებულობის დაკარგვას. ტრადიციული მიდგომა სიწითლის ტონალური საშუალებებით შენიღბვა იყო, თუმცა Erborian სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს – არა პრობლემის დამალვა, არამედ კანის სიღრმისეული აღდგენა, დამშვიდება და ტონის ბუნებრივი კორექცია. 

    სწორედ ამიტომ, Centella Redness განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ მგრძნობიარე და სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის, არამედ აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებისთვისაც.

    Erborian-ის ვარსკვლავური ინგრედიენტი – აზიური ცენტელა 

    კორეული ტრადიციული მედიცინის ლეგენდარული ინგრედიენტი – Centella Asiatica (ცნობილი, როგორც “ვეფხვის ბალახი”) Erborian-ის ფორმულების მთავარი ვარსკვლავია.

    სწორედ აზიური ცენტელას გარშემო შექმნა Erborian-მა Centella Redness-ის ხაზი, სადაც ინგრედიენტი სხვადასხვა ფორმულაში სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს – კანის დამშვიდებას, დატენიანებას, ბარიერის მხარდაჭერასა და სიწითლის ვიზუალურ კორექციას.

    Erborian Centella Redness ხაზის 4 მთავარი პროდუქტი

    Erborian CC Red Correct – საკულტო ჰიბრიდი განახლებული შეფუთვითა და ფორმულით

    Erborian-ის საკულტო CC Red Correct განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სიწითლის ვიზუალური შემცირება ისე, რომ კანის ბუნებრივი იერი შეინარჩუნოს.

    განახლებული ფორმულა შეიცავს 2% Centella Asiatica-ს, პანთენოლსა და ბისაბოლოლს. მწვანე პიგმენტები ვიზუალურად ანეიტრალებს სიწითლეს, ხოლო მოვლის კომპონენტები კანის კომფორტის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

    ფორმულას ემატება SPF 30, რაც ყოველდღიური UV დაცვის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

    ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც Erborian-ის ჰიბრიდულ მიდგომას ყველაზე კარგად გამოხატავს.

    Centella Red Serum – სიწითლის ექსპერტი შრატი

    კონცენტრირებული შრატი, რომელიც სიწითლის საწინააღმდეგო მთავარი გმირია. ის მყისიერად ამცირებს წვისა და დისკომფორტის შეგრძნებას. შემადგენლობაში არსებული ექტოინი იცავს უჯრედებს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ხოლო ცენტელა სიღრმისეულად ატენიანებს და ებრძვის სიწითლის ხილულ ნიშნებს.

    მისი მსუბუქი ტექსტურა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც  არ სურს რუტინის მძიმე ტექსტურებით გადატვირთვა.

     

    Centella Barrier Cream – როცა კანის ბარიერს აღდგენა სჭირდება

    სიწითლისკენ ან აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლაში ერთ–ერთი მთავარი ამოცანა დამცავი ბარიერის მხარდაჭერაა.

    Centella Barrier Cream–ის მთავარი ინგრედიენტი არის კერამიდები, რომლებიც კანის ბუნებრივი ბარიერის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ხელს უწყობს კანის დამცავი ფუნქციის შენარჩუნებას.

    კრემს აქვს მდიდარი, თუმცა კომფორტული ტექსტურა, რომელიც განსაკუთრებით უხდება მშრალ, მგრძნობიარე და დასუსტებული ბარიერის მქონე კანს.

    Centella Crème – ყოველდღიური დატენიანება და დამშვიდება

    Centella Crème უფრო მსუბუქი ყოველდღიური მოვლის არჩევანია. ფორმულა შეიცავს 2% აზიურ ცენტელასა და ჰიალურონის მჟავას, რომლებიც კანის დამშვიდებასა და დატენიანებას უწყობს ხელს.

    მსუბუქი ტექსტურის გამო ის კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიური დამატენიანებელი, რომელიც კანს არ გადატვირთავს – მათ შორის აკნესკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ხშირად უჭირთ ეფექტური დატენიანებისა და მსუბუქი ტექსტურის დაბალანსება.

    Erborian-ის Centella Redness ხაზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მგრძნობიარე კანის მოვლა შეიძლება იყოს მარტივი, ეფექტური და სასიამოვნო. ამ 4 პროდუქტის კომბინაციით თქვენ იღებთ სრულყოფილ სისტემას, რომელიც კანს უბრუნებს ჯანსაღ იერს, სიმშვიდესა და ბუნებრივ ბზინვარებას.

    Erborian Centella Redness-ის კოლექციას შეგიძლიათ გაეცნოტ Erborian-ის POP-UP მაღაზიაში და გამოსცადოთ თქვენს კანზე ფრანგულ-კორეული ექსპერტული ზრუნვა!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი