სილამაზის კორეული კოდი, Erborian-ის ჟენშენის ხაზისგან
სილამაზის ინდუსტრიაში რეტინოლს კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყავს. როდესაც საქმე სენსიტიურ კანს ეხება, ხშირად გვიწევს კომპრომისების გაკეთება: დავნებდეთ ასაკობრივ ცვლილებებს, თუ ავირჩიოთ ეფექტურობა კანის გაღიზიანების ფასად. ერბორიანმა ასეთი დილემის წინაშე მყოფ ქალებს ‘’მესამე გზაც’’ შესთავაზა – ეს ჟენშენის ხაზია, რომელიც რეტინოლის ბუნებრივ და უსაფრთხო ალტერნატივად მოიაზრება.
კორეულ ტრადიციებში ჟენშენს შემთხვევით არ უწოდებენ ‘’უკვდავების მცენარეს’’. მას ზუსტად 6 წელი სჭირდება იმისათვის, რომ მიწიდან მაქსიმალური ენერგია შეიწოვოს და საკუთარი ძალა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს. ერბორიანისთვის კი ეს 6 წლიანი დაყოვნება ხარისხის უპირობო გარანტიაა. ჟენშენი გარდა იმისა რომ ასწორებს კანის რელიეფს და ანიჭებს მას აბრეშუმისებრ ტექსტურას, ის კანის დამცავ ბარიერსაც აძლიერებს. იმისათვის რომ ეფექტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, ბრენდმა ფორმულა პეპტიდებითა და ჰიალურონის მჟავით გააძლიერა, რაც მყისიერ და ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს.

ერბორიანის ჟენშენის ხაზის რუტინის პირველი ნაბიჯი ლოსიონია, რომელსაც ‘’ენერგიის წყალს’’ უწოდებენ. მისი ერთი წვეთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ თეთრი ჟენშენის, ძირტკბილასა და კოჭას ფესვის ექსტრაქტებმა კანის ტონი გაათანაბრონ და ხავერდოვანი იერი დაუბრუნონ. Ginseng Lotion-ის მისიაა წამებში გამოაფხიზლოს კანი, მოხსნას დაჭიმულობის შეგრძნება და მოამზადოს კანი შემდგომი ეტაპებისთვის.

შემდეგი ეტაპი Ginseng Super Serum – ია. ეს შრატი ერბორიანის ნამდვილი სიამაყე და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მისი ფორმულა რეტინოლის ეფექტურობით ებრძვის ნაოჭებს, თუმცა ამას მაქსიმალურად ნაზად, 90% ნატურალური ინგრედიენტებით აკეთებს. კლინიკური კვლევები ადასტურებენ, რომ შრატის გამოყენებიდან სულ რაღაც 4 კვირაში თვალის ირგვლივ ნაოჭები 30%-ით მცირდება.

ერბორიანის ჟენშენის ისტორია ამით არ სრულდება. Ginseng Power დამატენიანებელი კრემი ნამდვილი რევოლუციაა სრული ტრანსფორმაციისთვის. მას ხშირად ბოტოქსის ალტერნატივადაც მოიხსენიებენ, რადგან ფორმულაში შემავალი Acmella–ს ექსტრაქტი გამოყენებიდან სულ რაღაც 3 წუთში, თვალსაჩინოდ აგლუვებს კანის რელიეფს.

ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე ადრე, თვალის ირგვლივ იკვეთება. ერბორიანის Ginseng Power Eye სპეციალურად თვალის გარშემო ნაზი ზონისთვის შეიქმნა. მისი მთავარი ფუნქცია რა თქმა უნდა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაა, თუმცა ფერმენტირებული ჟენშენის ყვავილისა და კოფეინის დახმარებით, ის დამატებით მუქ წრეებსა და შეშუპებასაც უმკლავდება.

ვისაც მომენტალური ლიფტინგი და ‘’სოს’’ თერაპია სჭირდება, Ginseng Shot Mask სწორედ მათთვისაა. ეს ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი გაჯერებულია კონცენტრირებული შრატით, რომელიც 15 წუთში კანის სრულ რესტავრაციას ახდენს. ნიღაბი დამზადებულია ცელულოზის გლუვი ბოჭკოებისაგან, რომლებიც კანის ერთგვარ ბარიერს ქმნიან და შრატს მის შიგნით ანთავსებენ. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს კონცენტრატის მაქსიმალურ შეღწევადობას, რაც შედეგად გვაძლევს გამქრალ დაღლილობას და მომენტალურად გასწორებულ ნაოჭებს.
ერბორიანმა ჟენშენის ხაზით დაამტკიცა, რომ ნამდვილი სილამაზე კომპრომისებს არ საჭიროებს და რეტინოლის ეფექტი შესაძლოა სრულიად უსაფრთხო გზითაც მივიღოთ. ეს არის მარტივი გზა ტრანსფორმაციისკენ, რომელსაც თქვენი კანი სიწითლის ნაცვლად, მბზინვარებით პასუხობს.











