ამბები ახალი სივრცის გრანდიოზული გახსნიდან!
თბილისი საერთაშორისო სილამაზის ინდუსტრიის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ‘’გალერია თბილისში’’ ფრანგულ-კორეულმა ბრენდმა Erborian-მა, მსოფლიოში პირველი მუდმივი Pop-Up მაღაზია საზეიმოდ გახსნა. ეს არის საერთაშორისო პრეცედენტი, რომელმაც საქართველოს სტატუსი გლობალურ ბაზარზე, ახალ საფეხურზე აიყვანა. ახლა უკვე მსოფლიო რუკაზე მხოლოდ ერთი მისამართია, სადაც ერბორიანი არა მხოლოდ პროდუქტებით, არამედ ცოცხალი სივრცით არის წარმოდგენილი, და ეს მისამართი საქართველოა. ღონისძიების მასშტაბურობას ხაზი გაუსვა იმ ფაქტმაც რომ, სპეციალურად ამ დღისთვის ბრენდის შვეიცარიის სათაო ოფისიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა გლობალური გუნდის. ერბორიანის ახალი სივრცე პირადად მოინახულეს გიიომ დე ფორსმა – ერბორიანის ექსპორტის გაყიდვების მენეჯერმა, ალექსიან კუენინმა – ერბორიანის საერთაშორისო ტრენერმა, სწავლებისა და განვიტარების ექსპორტის მენეჯერმა და დანა ტრამპემ – ერბორიანის მარკეტინგის მენეჯერმა. სწორედ მათი და საქართველოს წარმომადგენლობის მჭიდრო კოლაბორაციის შედეგია ის რომ თბილისი გახდა პირველი ქალაქი მსოფლიოში, სადაც ერბორიანის მუდმივი Pop-Up მაღაზია გაიხსნა.
’’სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რომ ერბორიანის გლობალური განვითარების ახალი ეტაპი სწორედ საქართველოდან დაგვეწყო. ბრენდი თითქმის ორი წელია ქართულ ბაზარზეა და ამ მოკლე პერიოდში ასეთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის განხოერციელება უპრეცედენტო შედეგია. ამ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უპირველესი ადგილობრივ გუნდთან ორწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობაა. შედეგებმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამ პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ მსოფლიოში პირველი მუდმივი Pop-Up მაღაზია თბილისში გაიხსნა. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამ პარტნიორობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ერბორიანი ქართულ გუნდთან ერთად , კიდევ ბევრ მწვერვალს დაიპყრობს’’ – განაცხადა ერბორიანის ექსპორტის გაყიდვების მენეჯერმა, გიიომ ფორსმა.
Erborian-ის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ქართველი Makeup არტისტებისთვის ექსკლუზიური მასტერკლასიც მოეწყო. ღონისძიებას სასტუმრომ „პარაგრაფ თბილისი“ უმასპინძლა. ერბორიანის ტრენერმა ალექსიან კუენინმა, მოწვეულ სტუმრებს ბრენდის საკულტო პროდუქტები გააცნო და სიახლეებიც დაანონსა. პრაქტიკულ ნაწილში მან აჩვენა ჰიბრიდული პროდუქტების გამოყენების უნიკალური ტექნიკები, თუ როგორ მივიღოთ სრულყოფილი მაკიაჟი , კანის მოვლის პარალელურად. მასტერკლასის დასასრულს, მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
‘’აღფრთოვანებული ვარ ქართველი ვიზაჟისტების ინტერესითა და ჩართულობით. ჩვენ ერთად გამოვცადეთ ერბორიანის მულტიფუნქციური და ჰიბრიდული პროდუქტები , რომლებიც კანის ეფექტურ მოვლასა და მაკიაჟს აერთიანებს. მასტერკლასის ფარგლებში, ქართველ პროფესიონალებს გავუზიარე სრულფასოვანი makeup- ის შექმნის ხხელოვნება – დაწყებული სახის კანის მომზადებით, დამთავრებული კონტურინგითა და თვალის ჩრდილების გამოყენების ტექნიკებით. განსაკუთრებული აქცენტი ჩვენს საკულტო CC კრემსა და კორეულ სუპერინგრედიენტებზე – ცენტელასა და ჟენშენზე გაკეთდა. მჯერა რომ ერბორიანის ადაპტირებადი პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერ საჭიროებაზე მუშაობს, ქართველი ვიზაჟისტების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.’’ – განაცხადა ერბორიანის საერთაშორისო ტრენერმა, სწავლებისა და განვითარების ექსპორტის მენეჯერმა, ალექსიან კუენინმა.
‘’ერბორიანი ლოქსიტან ჯგუფის წევრი და დღესდღეობით სილამაზის ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდია. ჩვენთვის საამაყოა რომ ქართულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან, სულ რაღაც ორ წელიწადში, ბრენდმა მომხმარებლის ასეთი მასშტაბური ლოიალობა და აღიარება მოიპოვა. ის ფაქტი, რომ მსოფლიოში პირველი მუდმივი Pop-Up მაღაზია სწორედ თბილისში გაიხსნა, ჩვენი გუნდისთვის უდიდესი პატივი და პასუხიმსგებლობაა. ეს პრეცედენტი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ბრენდის გლობალურ რუკაზე სტრატეგიული წერტილი გახდა. ჩვენ არ ვჩერდებით და გვჯერა, რომ ეს სივრცე მხოლოდ დასაწყისია იმ მასშტაბური სიახლეებისა, რომლებსაც მომავალში ვგეგმავთ’’ – განაცხადა ლოქსიტან ჯგუფის მფლობელმა და ხელმძღვანელმა საქართველოში, ლიკა ლობჟანიძემ
ახალი სავაჭრო სივრცის გახსნის დღეს, მოეწყო ქართველი მეიქაფ არტისტების – ნინო მარტაშვილისა და თინა შალიკაშვილის მასტერკლასიც. მათ ისაუბრეს ერბორიანის ჰიბრიდული პროდუქტების გამოყენებაზე პროფესიულ მაკიაჟში – სახის მომზადებიდან , კონტურინგამდე.
ერბორიანის ჰიბრიდული პროდუქტები არა მხოლოდ ფარავს ნაკლოვანებებს , არამედ სიღრმისეულად მუშაობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე. გარდა ბესთსელერი CC და BB კრემებისა, ერბორიანი თავის მოვლის სრულ რუტინას აერთიანებს. სულ ახლახან ბრენდმა 2 ახალი პროდუქტი წარადგინა. Skin Therapy–ის ხაზიდან Milky-შრატი და თვალის კრემი. ისინი ღამის განმავლობაში აღადგენენ კანის ტექსტურას, აუმჯობესებენ ელასტიურობას და აქრობენ დაღლილობის ნიშნებს. რეალური შედეგი კი ერთ ღამეში დგება.

ერბორიანის პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია ჯიპისის სააფთიაქო ქსელში და ონლაინ. ერბორიანი კი ახალი Pop-up სივრცის გარდა, კიდევ ბევრ სიახლესა და სიურპრიზს გიმზადებთ.

















