რა განსხვავებაა ერბორიანის BB და CC კრემს შორის და როგორ გავარჩიოთ, რომელი გვჭირდება?

    ბუნებრივი, no make-up მაკიაჟი ბოლო წლების მოწინავე ტრენდია და დამსახურებულადაც – მაქსიმალურად ნატურალური, ერთგვაროვანი ბაზა, კანისთვის სასარგებლო ინგრედიენტებით სავსე პროდუქტები, სწრაფი შედეგი და კომფორტული მაკიაჟი ყველასთვის მიმზიდველია. ამიტომაც, განსაკუთრებულად მოთხოვნადი გახდა BB და CC კრემები, რომლებიც ყოველდღიურ მაკიაჟში ტონალურის იდეალური ალტერნატივაა. 

    BB კრემი შემოკლებით ნიშნავს Beauty Balm-ს და მისი მთავარი დანიშნულებაა კანის მსუბუქად დაფარვა, ერთ ფერში მოყვანა და დატენიანება. მისი თავდაპირველი დანიშნულება იყო კანის დაცვა და აღდგენა პოსტ-პროცედურული გაღიზიანების შემდეგ. რაც შეეხება CC კრემს, ის შემოკლებით ნიშნავს Color Corrector-ს, რომელიც ათანაბრებს კანზე არსებულ სიჭრელეს საშუალო დაფარვით და ფერების ბორბალზე საპირისპირო ფერების გამოყენებით.

    ერბორიანის ფრანგულ-კორეული დახვეწილი ფორმულები და BB და CC კრემები არავისთვის უცხო არ არის, მაგრამ მათი განსაკუთრებულობა და ეფექტურობა, აუცილებლად იმსახურებს აღნიშვნას.
    უნაზესი ტექსტურა, ფერების დიდი არჩევანი და ბუნებრივი ტონები, დახვეწილი, არაცხიმოვანი და არაკომედოგენური ფორმულა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ერბორიანის პროდუქტებს სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს.

    რით განსხვავდება ერბორიანის BB და CC კრემები სხვა ალტერნატივებისგან?

    Skin Perfector CC Cream-ის უნიკალური ფორმულა შეიცავს კაფსულირებულ პიგმენტს, რომელიც კანზე შეზელვისას აქტიურდება, მსუბუქად ათანაბრებს კანის ტონს და ქმნის ბუნებრივ იერს. მისი მსუბუქი და ნაზი ტექსტურა გამდიდრებულია ცენტელა აზიატიკითა და გლიცერინით, რომლებიც ამშვიდებენ და ატენიანებენ კანს. შედეგად კანი დღის განმავლობაში ინარჩუნებს ბზინვარებას, ერთგვაროვნებას და დამატებით დაცულია მზისგან (რადგან მის შემადგენლობაშია როგორც ქიმიური, ასევე მინერალური ფილტრები). 

    რაც შეეხება Baby Skin Effect BB Cream-ს, მისი ხავერდოვანი ტექსტურა და საშუალო დაფარვა იდეალურია მათთვის, ვისაც კანის ბუნებრივი ვიზუალის შენარჩუნებასთან ერთად სურს ნაკლოვანებების შენიღბვაც. მის შემადგენლობაში არსებული ჟენშენის ფესვის და ძირტკბილას ექსტრაქტები ხელს უწყობენ ნაოჭების პრევენციას, პიგმენტური ლაქების გაღიავებას და კანის დატენიანებას, ხოლო თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი კანს იცავენ მზის მავნე სხივებისგან.

    ამიტომ, თუკი გსურთ მსუბუქი დაფარვის მქონე, თხელი და ნაზი ტექსტურის კრემი, რომელიც დღის განმავლობაში შეგინარჩუნებთ მბზინავ და დატენიანებულ კანს, არჩევანი ებრორიანის CC კრემზე შეაჩერეთ, ხოლო თუკი თქვენი მიზანია ნაკლოვანებების მეტად დაფარვა და კანის თანაბარი ტონის შენარჩუნება, გამოიყენეთ BB კრემი. 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი