მსოფლიო სენსაცია – პირველი კორეული მიკრონიდლინგის შრატი საქართველოში Erborian-ისგან

    გაიცანით Erborian-ის Ginseng Micro Shot, რომელმაც სილამაზის წესები შეცვალა

    „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს’’ – ეს ალბათ ყველაზე დიდი ტყუილია, რომელიც სილამაზის ინდუსტრიამ დაამკვიდრა… ესთეტიკური მედიცინის ერაში, ჩვენ მივეჩვიეთ ფიქრს, რომ სასურველი შედეგი დისკომფორტის, ნემსებისა და რეაბილიტაციის ფონზე დგება. თუმცა ამ დებულების საპირწონედ Erborian -მა შექმნა რევოლუციური პროდუქტი, რომელიც საშუალებას გვაძლეს მივიღოთ მიკრონიდლინგის ეფექტი სახლის პირობებში, რაც მთავარია უმტკივნეულოდ და ისეთი გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ტკივილი, გაღიზიანება, ინფექციების რისკი.  რევოლუციური მიკრონიდლინგის შრატი  Erborian -სგან უპრეცედენტო ტექნოლოგიაა. სილამაზის ბაზარზე ბრენდის ამ თამამმა და ინოვაციურმა ნაბიჯმა, მიკრონიდლინგის მრავალმხრივი ძალა, ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა და მაინც, რა არის მიკრონიდლინგის პროცედურა და რით განსხვავდება ის მიკრონიდლინგის შრატისაგან? მიკრონიდლინგი არის ესთეტიკური პროცედურა , რომლის დროსაც წვრილი ნემსები კანზე აჩენს მცირე დაზიანებებს, რაც ორგანიზმს აიძულებს ჩართოს რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი. შედეგად კი იზრდება კოლაგენისა და ელასტინის წარმოება, რაც უზრუნველყოფს ფორების გაქრობას, ნაწიბურების გაუფერულებას, ჯანსაღ და მბზინვარე კანს. თუმცა მოდით ვაღიაროთ, რომ ეს პროცედურა დღემდე არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს პაციენტებში: ზოგი აღფრთოვანებულია შედეგით, ზოგიც კი ზედაპირის გაღიზიანებას უჩივის. ახლა კი გეძლევათ შესაძლებლობა უკეთესი შედეგი, გაღიზიანებისა და დისკომფორტის გარეშე მიიღოთ, რადგან Erborian-მა შექმნა ყველაზე თანამედროვე და ძლიერი კორეული ფორმულა -‘’თხევადი მიკრონიდლინგი’’. ეს ფორმულა კორეულ ბაზარზე არსებულ მოლოდინებსაც კი აჭარბებს და მიიჩნევა კორეული თავის მოვლის უმაღლეს სტანდარტად.  

    Ginseng Micro Shot Erborian-ისგან – ბუნებრივი მეზოთერაპია სახლის პირობებში, ყოველგვარი გვერდითი ეფექტის გარეშე – კანის სრული გამოფხიზლება და გაახალგაზრდავება ნემსების გარეშე. Ginseng Micro Shot  არის მსუბუქი, თხელი ტექსტურის მქონე შრატი, რომელშიც ათასობით უხილავი ბუნებრივი მიკრონემსი – იგივე სპიკულაა მოთავსებული. კანზე დატანისას თქვენ იგრძნობთ ნაზ და სასიამოვნო სტიმულაციას, რაც იმის დასტურია, რომ ფორმულა მუშაობას მომენტალურად იწყებს.

    Ginseng Micro Shot დაფუძნებულია სპიკულების ტექნოლოგიაზე. ეს არის ბუნებრივი მიკრონემსები, რომელიც შეუიარაღებელი თვალით უხილავია, თუმცა შეუძლიათ კანის ყველაზე ღრმა შრეებში შეღწევა. ისინი უჯრედულ დონეზე ასტიმულირებენ კანის რეგენერაციას და ამავდროულად უზრუნველყოფენ, შრატში არსებული სხვა აქტიური ნივთიერებების, ღრმად შეწოვას. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია – პროფესიონალური კოსმეტოლოგია ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი შრატის დახმარებით

    Ginseng Micro Shot-ის მოქმედება ოთხ ეტაპად ვითარდება. პირველ ეტაპზე ხდება კანის მსუბუქი ექსფოლიაცია და მკვდარი უჯრედების მოცილება. შემდგომ სპიკულები კანის ზედაპირულ შრეებში ქმნის დროებით მიკროარხებს, რაც ასტიმულირებს კანის ბუნებრივ რეგენერაციის პროცესს. პარალელურად, სწორედ ამ მიკროარხების მეშვეობით აქტიური ინგრედიენტები უფრო ეფექტურად აღწევს კანში – პროცესი, რომელიც მიკროინფუზიის სახელით არის ცნობილი.

    და რა დაგხვდებათ ამ შრატში სპიკულების გარდა?  ყველაზე თანამედროვე და ძლიერი კორეული ფორმულა:

    • კოლაგენი – კანის მოცულობისთვის
    • პანთენოლი – დამამშვიდებელი ეფექტისთვის
    • ჰიალურონის მჟავა – დატენიანებისთვის
    • კორეული ჟენშენის k კომპლექსი – ჟენშენი 6 წლიანი დაძველებით , ნაოჭების გასასწორებლად.  ის 3.5 ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე სტანდარტული რეტინოლი.

    კორეულ ტრადიციებში ჟენშენს შემთხვევით არ უწოდებენ ‘’უკვდავების მცენარეს’’. მას ზუსტად 6 წელი სჭირდება იმისათვის, რომ მიწიდან მაქსიმალური ენერგია შეიწოვოს და საკუთარი ძალა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს. ერბორიანის პროდუქტები ზუსტად ამ ჟენშენს შეიცავს და ეს 6 წლიანი დაძველება ხარისხის უპირობო გარანტიაა. ჟენშენი გარდა იმისა რომ ასწორებს კანის რელიეფს და ანიჭებს მას აბრეშუმისებრ ტექსტურას, ის კანის დამცავ ბარიერსაც აძლიერებს. ამ განსაკუთრებულ თვისებას Erborian -ის ლაბორატორიებში წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და საბოლოოდ Ginseng Micro Shot -ის ფორმულისთვის შეიქმნა ჟენშენის K კომპლექსი, რომელიც ბაზარდე არსებულ სხვა ანალოგებთან შედარებით ყველაზე პოტენტური და ინოვაციურია. ამ ინგრედიენტის ჰიალურონით, კოლაგენითა და პანთენოლით გაჯერებამ კი კორეულ თავის მოვლის ინდუსტრიაში, ყველაზე ძლიერი და ამავდროულად ყველაზე ეფექტური ფორმულა მოგვცა, Erborian-ისგან.

    პროდუქტი ორ სხვადასხვა კონცენტრაციაშია ხელმისაწვდომი 

    • ნაზი ფორმულა – შეიცავს 150000 სპიკულას. მათი გამოყენება შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებისთვისაც აქტიური ინგრედიენტები ახალია
    • ინტენსიური ფორმულა – შეიცავს 450000 სპიკულას. მათი გამოყენება შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე პერმანენტულად იყენებენ აქტიურ ნივთიერებებს

    Ginseng Micro Shot–ის  ეს ორი განსხვავებული კონცენტრაცია შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი კანის მოთხოვნებისა და გამოცდილების შესაბამისად შეადგინოთ მოვლის რუტინა. სწორი შედეგისთვის, რეკომენდებულია თავდაპირველად გამოიყენოთ ნაზი ფორმულა, რათა კანი ეტაპობრივად შეეჩვიოს აქტიურ სტიმულაციას. მაგრამ თუ თქვენი კანი უკვე შეჩვეულია ესთეტიკურ პროცედურებსა და აქტიურ ნივთიერებებსაც, შეგიძლიათ ეს საფეხური გამოტოვოთ და პირდაპირ ინტენსიური ფორმულით დაიწყოთ მიკრონიდლინგი სახლის პირობებში. 

    ეს კომბინაცია ზუსტად 3 დღეში აორმაგებს კოლაგენის გამომუშავებას, ანუ თქვენ ხედავთ რეალურ ტრანსფორმაციას რეკორდულ დროში. ხილული შედეგი – ფორების შემცირება, ტექსტურის გაუმჯობესება და კანის ელასტიურობა – ყოველდღიური გამოყენებიდან ერთ კვირაში მიიღწევა. რაც მთავარია ესთეტიკურ კლინიკებში ჩატარებული მიკრონიდლინგისგან განსხვავებით, მისი გამოყენება შესაძლებელია ზაფხულის ცხელ დღეებშიც, რადგან არის სრულიად ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა. Erborian – ის Ginseng Micro Shot-ით სილამაზე ნამდვილად აღარ მოითხოვს მსხვერპლს. ეს არის პირველად საქართველოში ხელმისაწვდომი ის რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც პროფესიულ შედეგებსა და სახლის პირობებში კომფორტულ თავის მოვლას შორის არსებულ ზღვარს, სამუდამოდ აქრობს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი