„ერბორიანმა“ დაიპყრო ევროპა და ამერიკა, საფრანგეთის სეფორაში თავის მოვლის ბრენდებს შორის პირველი ადგილი უკავია!
კორეული სუპერინგრედიენტებისა და ფრანგული ტექნოლოგიების შერწყმით შექმნილი მსოფლიო ბესთსელერი ბრენდი, „ერბორიანი“ უკვე ქართველ მომხმარებელსაც გაანებივრებს. ლოქსიტანის ჯგუფში შემავალი, ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი სილამაზის სფეროში ნოვატორად არის აღიარებული, ქმნის თავის მოვლის მაღალი ხარისხის პროდუქციას და მომხმარებელს აძლევს ყველაზე თამამ დაპირებას „საკუთარ თავს შეგაყვარებთ“.
მრავალი ჯილდოს მფლობელი CC და BB კრემები ამ გასაოცარი ბრენდის მსოფლიოში აღიარებული ბესტსელერებია და თავის მოვლისა და მაკიაჟის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. უფრო მეტიც, „ერბორიანი“ პირველი კორეული ბრენდია, რომელმაც ევროპაში BB კრემის გაყიდვა დაიწყო და ისეთი აღიარება მოიპოვა, რომ დღეს, მსოფლიოში „ერბორიანის“ BB SPF 20 კრემი ყოველ 1 წუთში 1 ცალი იყიდება, ხოლო CC SPF 25 კრემი – ყოველ 20 წამში 1 ცალი. მათი უნიკალური ფორმულა შეიცავს კაფსულირებულ პიგმენტებს, რომლებიც ფერს იცვლის კანზე წასმისას და ამავდორულად ზრუნავს კანის სიჯანსაღეზე. მარტივად რომ ვთქვათ, CC ან BB კრემის გამოყენებიდან სულ რაღაც 1 თვის შემდეგ, კანის სტრუქტურა და ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება, ამასთან, თავის მოვლის ყოველ საფეხურ უჩვეულოდ მარტივ და სასიამოვნო პროცესად აქცევს.
„ერბორიანმა“, რომლის სახელიც „აღმოსავლეთის ბალახებს“ ნიშნავს, თავის მოვლის ტრადიციული კორეული რიტუალები ფრანგული გამოცდილებით გაამდიდრა. ის ერთმანეთთან იდეალურად ათავსებს კანზე ზრუნვას, სილამაზესა და ესთეტიკას. მისი ასორტიმენტი მოიცავს ნოვატორულ და „ჭკვიან“ კოსმეტიკურ საშუალებებს.
BB Eye არა მხოლოდ ეხმარება მუქი წრეების დაფარვაში, არამედ უზრუნველყოფს გამაახალგაზრდავებელ და დამარბილებელ ეფექტს. CC Red Correct დაგეხმარებათ, მარტივად გაუმკლავდეთ სახის სიწითლეს, მიანიჭებს კანს მბზინვარებას და დაიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან. ასორტიმენტში ასევე აღმოაჩენთ პროდუქციას, რომელიც შექმნილია სპეციალურად აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. პროდუქტი სწრაფად და ეფექტურად ებრძვის აკნეს, ამცირებს გამონაყარსა და აკნეს შემდგომ ლაქებს სულ რაღაც 14 დღეში, ამშვიდებს კანს და აუმჯობესებს სახის ფერს.

აზიური ცენტელა, ჟენშენი, ბამბუკი, წითელი წიწაკა და სხვა, „ერბორიანის“ საკულტო პროდუქციაში შემავალი სუპერინგრედიენტებია, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში კორეელი ქალების სილამაზის საიდუმლო რეცეპტებში გვხვდებოდა. სუპერინგრედიენტები „ერბორიანის“ ყველა პროდუქციაში გვხვდება. ისინი მყისიერად ზემოქმედებენ კანზე და სწრაფ შედეგს უზრუნველყოფენ.
ბრენდი სეულში, ერბორიანის ლაბორატორიაში მზადდება და დაარსების დღიდან მიუყვება მიზანს, შექმნას უნიკალური პროდუქცია, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზეა ორიენტირებული და კანისთვის მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური სარგებლის მოტანა შეძლოს. სწორედ ამიტომ, გარდა ჰიბრიდული (დეკორატიული და თავის მოვლა ერთდროულად) კოსმეტიკისა, ბრენდი სახის კანის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტსაც გვთავაზობს.
„ერბორიანი“ დღეს მსოფლიოს 53 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის უკვე საქართველოში. ,,იამაყე, ეს შენი კანია!“, – სწორედ ასე ჟღერს გზავნილი იმ ინოვაციური ბრენდისა, რომლის სრული ასორტიმენტის შეძენას, დღეიდან, ქართველი მომხმარებელი ექსკლუზიურად „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში შეძლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.















