ეშლი გრემის თამამი ფოტოსესია Swimsuits for All კამპანიისთვის!

    ცნობილი plus size მოდელი, ეშლი გრემი წლებია რაც მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობს და უდიდესი წვლილი მიუძღვის უსარგებლო სტერეოტიპების დამსხვრევისა და სავსე ფორმების პოპულარიზაციის მიმართულებით. მან მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სავსე გოგონები ძალიან ლამაზები და სექსუალურები არინ, თუ ისინი თავად დააფასებენ საკუთარ გარეგნობას.

    ახლახან ეშლი გახდა Swimsuits for All კამპანიის მხარდამჭერი, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალბატონებს და საცურაო კოსტიუმის ტარებისას მათ თავდაჯერებულობა შემატოს. ამჟამად ეშლი ორსულადაა და თავის პირველს შვილს ელოდება. ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, რომ თამამად ეპოზიორა. “ჩემი სხეული შეიცვალა, 22 კილო მოვიმატე, მაგრამ თავს ჯანმრთელად, ბედნიერად და კარგად ვგრძნობ, მთავარი სწორედ ეს არის” – განაცხადა მოდელმა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი