ეშტონ კაჩერმა გადაწყვიტა, თაყვანისმცემლებს პირადად ეკონტაქტოს და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები თავად გაუზიაროს.
ცოტა ხნის წინ, მან საჯაროდ გამოაქვეყნა ტელეფონის ნომერი და თვითერზე დაწერა, რომ სურს რეალური ურთიერთობები რეალურ ხალხთან: “ამიერიდან შეგიძლიათ პირადად მე მომწეროთ. ალბათ ყველას ვერ გიპასუხთ, მაგრამ ჩვენ გვექნება კონტაქტი ერთმანეთთან. +1 (319) 519-0576 დიახ, ეს ჩემი ნომერია!”
ორი დღის წინ, მეუღლესთან, მილა კუნისთან ერთად Los Angeles Lakers-ისა და Philadelphia 76ers-ის თამაშს ესწრებოდა. ისინი თამამად პოზირებდნენ ფოტოკამერების წინ. კეჩერმა თაყვანისმცემლებს მილასთან ერთად გადაღებული სელფიც გაუგზავნა.














