ფარმაცევტულმა კომპანია „ვალმარკმა“ სამედიცინო სფეროს „ბიოპრონ 9 პრემიუმი” წარუდგინა

    26 ოქტომბერს,  სასტუმრო „ბილტმორის” საკონფერენციო დარბაზში, ჩეხურმა ფარმაცევტულმა კომპანია ვალმარკმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინოვაციური პროდუქტი, ბიოპრონ 9 პრემიუმი წარუდგინა. კომპანია ვალმარკს საქართველოში ფარმაცევტული კომპანია არტფარმა წარმოადგენს.

    ბიოპრონ 9 პრემიუმი არის №1 პრობიოტიკი ევროპაში, მულტიშტამური შემადგენლობით. პროდუქტი შეიქმნა ევროპის წამყვან გასტროენტეროლოგებთან თანამშრომლობის შედეგად  და მისი თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

    “კომპანია არტფარმა უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზე ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია ვალმარკს წარმოადგენს. სწორედ არტფარმას დამსახურებით, ქართველ მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდები” – განაცხადა ვალმარკის ექსპორტის დირექტორმა, ირენა კუპკოვამ.

    “მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე ისეთი ინოვაციური პროდუქტის წარდგენა მოხდა, როგორიც არის ბიოპრონ 9 პრემიუმი. ბრენდი უკვე 20 წელია ინარჩუნებს უპირობო ლიდერობას ცენტრალურ ევროპაში. ახლა უკვე ქართველ მომხმარებლებსაც აქვთ საშუალება, გამოიყენონ N1 პრობიოტიკი მულტიშტამური შემადგენლობით, რომელიც ევროპის წამყვან გასტროენტეროლოგებთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა” -განაცხადა ვალმარკის მარკეტინგის დირექტორმა, ჯირი მალატიმ.

          

    ღონისძიება კომპანია არტფარმას დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ გახსნა. კომპანიის წარმოამდგენლებთან და ევროპიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კონფერენციას საქართველოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთა, გასტროენტეროლოგთა, ინფექციონისტთა და ენდოკრინოლოგთა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, მადონა ჯუღელი: “პრობიოტიკები დიდ როლს თამაშობენ როგორც მკურნალობაში, ისე დარღვეული დისბიოზის აღდგენაში. ბიოპრონ 9 არის უნიკალური ფორმულა, რომელსაც შეუძლია აღადგინოს დარღვეული მიკრობიოდა როგორც საშოში, ისე მთელს რეპროდუქციულ ტრაქტში.”

    მონაწილეებმა ისაუბრეს ორსულობა-ლაქტაციის დროს და ზრდასრულ ასაკში, ქალბატონების ორგანიზმში ბაქტერიების დაბალანსებული ოდენობით არსებობის მნიშვნელობასა და მათი აღდგენის აუცილებლობაზე. ასევე, კვლევებით დადასტურებულ ინოვაციურ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახასიათებს ბიოპრონ 9 პრემიუმს უროგენიტალური სისტემის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის სქემაში.

    ბიოპრონ 9 პრემიუმის სრულყოფილი შემადგენლობა წარმოადგენს იდეალურ კომპლექსს დისბიოზისა და ორგანიზმში მიკრობიომის დისბალანსით გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. თითოეულ კაფსულაში ცოცხალი მიკროორგანიზმების 9 შტამია წარმოდგენილი, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაძლიერებულ კოლონიზაციას უზრუნველყოფს.

    პროდუქტი რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან, ორსულობის, ლაქტაციისა და დიაბეტის დროს. “ბიოპრონ 9 პრემიუმი” არის სრულიად უსაფრთხო და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი