ფეხის სამაჯური ამ ზაფხულის ყველაზე ტრენდული აქსესუარია!

    Vogue-ს ინფორმაციით, ფეხის სამაჯური ამ ზაფხულის ერთ-ერთ “ცხელ” ტრენდად იქცა. ეს პატარა დეტალი ძალიან ცვლის ადამიანის გარეგნობას და სულ სხვა იერს სძენს ჩვენს ჩაცმულობას. ფრიალა სარაფანი იქნება ეს, შორტები თუ ქვედაბოლო, ყველანაირ ლუქს ძალიან უხდება და თითქოს საზაფხულო განწყობაც მოაქვს.

    ეს აქსესუარი შეიძლება იყოს სადა (ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ჯაჭვი), ბრჭყვიალა ქვებით გაფორმებული, მოწნული, ფერადი… გააჩნია თქვენს განწყობას.

    ამჟამად მაღაზეიბში ფეხის აქსესუარების დიდი არჩევანია. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ძალიან უხდება რუჯი და სანდლები (ეს ისე, სტატიის ავტორისგან 🙂 )ასევე გაითვალისწინეთ, რომ უხარისხო მასალა წყალში ფუჭდება (ჟანგდება) და კანს აშავებს. ასე რომ, ჯობია ხარისხიანი შეიძინოთ ან უბრალოდ წყალში არ გაიკეთოთ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი