სილამაზის ათასი სურნელი და საოცნებო მოგზაურობა მელვიტას სამყაროში

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყოველდღიური სილამაზის რუტინა, შეგიძლიათ აქციოთ ისეთ მოგზაურობად, რომელიც ბუნებრივ კომპონენტებს თქვენს ყოველდღიურობაში შემოიტანს. დღეს როდესაც თავის მოვლის სამყაროში ახალი ერა დადგა და ძირითადადი აქცენტი, ბუნების ძალასა და ორგანულ პროდუქტებზე კეთდება, Melvita ამ მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი გახდა.
     Melvita ეფუძნება იმ თავის მოვლის რიტუალებსა და მეთოდებს,რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს და სწორედ ამ საუკუნოვან ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით იქმნება დღეს მისი პროდუქტები. გარდა ამისა ბრენდი მუდმივად იხვეწება მოწინავე კვლევების მეშვეობით და ყოველთვის გვთავაზობს რაღაც განსაკუთრებულს, სადაც ბუნება და მეცნიერება ჰარმონიულად ერთიანდება.
    თავის მოვლის სამყაროს თავისი რჩეულები ჰყავს, და ამ რჩეულთაგან ერთ-ერთი მელვიტას სახელგანთქმული და უნიკალური ხაზი – Floral Waters – ია.

     Melvita-ს ყვავილოვანი წყლები სახის მატონიზირებელი მისტია, რომელიც სხვადასხვა სურნელით არის წარმოდგენილი და აქვს მრავალმხრივი მოქმედება. ეს არის უნივერსალური, სუფთა და სრულიად ორგანული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. ის კანს მყისიერად აახლებს, ატენიანებს და ამშვიდებს.

     Melvita სურნელოვან წყლებს სამმაგი მოქმედება აქვს – გამოიყენება როგორც სახის მისტი , ასევე როგორც ტონერი და იდეალურია მაკიაჟის გამოყენებამდე ან მის შემდეგ, მდგრადობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა სახის კანს მთელი დღის განმავლობაში დაჰყვება სასიამოვნო სურნელი.
    თითოეული წყალი არის ყვავილის სუფთა ექსტრაქტი, რომელიც ორთქლის დისტილაციითაა მიღებული. ეს დელიკატური პროცესი მცენარეს უნარჩუნებს ყველა აქტიურ თვისებას, რომელიც თქვენს კანს სხვადასხვა ბენეფიტებით ამდიდრებს.

    Floral Waters კოლექცია რამდენიმე პროდუქტს აერთიანებს:

    • ვარდის ყვავილოვანი წყალი (Eau Florale de Rose) – ღრმად ატენიანებს, აცოცხლებს და ანიჭებს კანს მბზინვარებასა და სიახლეს.
    • ფორთოხლის ყვავილოვანი წყალი (Eau Florale de Fleur d’Oranger) – არბილებს, ამშვიდებს და ანიჭებს კანს კომფორტის შეგრძნებას.
    • ლავანდის ყვავილოვანი წყალი (Eau Florale de Lavande) – წმენდს, აბალანსებს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას.
    • ღიღილოს ყვავილოვანი წყალი– (Eau Florale de Bleuet) – ანახლებს თვალის ირგვლივ არეს, ამცირებს შეშუპებას და ხსნის კანზე დაღლილობის ნიშნებს.
    • გერანიუმის ყვავილოვანი წყალი (Eau Florale de Géranium) – მატონიზირებელია, აუმჯობესებს ელასტიურობასა და კანის საერთო მდგომარეობას.
    • ჰამამეილისის ყვავილოვანი წყალი (Eau Florale d’Hamamélis)- აღადგენს და ამშვიდებს კანს. ამცირებს სიწითლეს და უბრუნებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას.


    სტატიის დასაწყისში ვახსენეთ რომ Melvita ეფუძნება კლინიკურ კვლევებს, შედეგები კი გასაოცარი აქვს და თუ კიდევ იკითხავთ რატომ ირჩევენ მას ქალები მთელს მსოფლიოში, ასე გიპასუხებთ. Melvita Floral Waters არის:

    • 99% ბუნებრივი წარმოშობის
    • აქვს COSMOS ORGANIC-ის სერტიფიკატი
    • არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონებსა და სინთეტიკურ არომატებს
    • არის მრავალფუნქციური: გამოიყენება როგორცსახეზე, ასევე თმასა და სხეულზეც
    • Melvita-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ

    შეიგრძენით ბუნებასთან სიახლოვე ყოველდღიურად. თქვენი რუტინა უკვე არაჩვეულებრივია Melvita Floral Waters-თან ერთად.

    გამოიწერეთ მელვიტას სოციალური ქსელები:
    Facebook: Melvita Georgia 
    Instagram: Melvita_georgia

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი