ფრჩხილების მოვლა და ლამაზი ლაქის მიღმა დარჩენილი საფრთხეები

    სანამ ფრჩხილების მოვლაზე დავიწყებთ საუბარს, უნდა აღინიშნოს, რომ მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს (გახსოვდეთ, რომ ლაქი უბრალოდ დროებით ფარავს დეფექტს). ხშირად, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევას ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტი განაპირობებს. ისევე, როგორც კანს და თმას, ფრჩხილებსაც სჭირდება კვება. ეს კი სწორი კვებითა და ნუტრიკოსმეტიკით არის შესაძლებელი. („ვიადერმი კომპლიტი“ მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში და გრძელვადიანი ეფექტით უბრუნებს ფრჩხილებს სიმტკიცეს).

    დაიცავით სისუფთავზე

    ჭუჭყი და ლაქის ნარჩენები მოიშორეთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს (წინააღმდეგ შემთხვევაში ფრჩხილი გამოშრება). წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები – ეს გაგათავისუფლებთ კანის მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან და თან, ძვირადღირებული ხელის სკრაბის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.

    მოექეცით ფრჩხილებს ფრთხილად

    დაიჭერით ფრჩხილები ორ კვირაში ერთხელ. იყავით ფრთხილები – ნებისმიერი დაზიანება გაღიზიანებისა და ინფექციის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ფრჩხილის გამოსასუფთავებლად არასოდეს იხმაროთ მეტალის იარაღი. დაუშვებელია ფჩხილის ქვეშ კანის ე.წ. „გამოთხრა“. ეს გამოიწვევს კანისა და ფრჩხილის დაცილებას, წარმოიქმნება თავისუფალი ადგილები და შემდგომ იქცევა თეთრ ლაქებად.

    გაუფრთხილდით ნუნებს

    ყოველთვის ვცდილობთ გავთავისუფლდეთ მათგან, მაგრამ ნუნებს საკუთარი ფუნქცია აქვთ – ისინი იცავენ ფრჩხილის ზედაპირს/კანს ბაქტერიებისგან და მათგან გამოწვეული ინფექციებისგან. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გაწიეთ კანი უკან. შემდეგ კი დაამასაჟეთ ნაღების კრემით ან ნუნების ლოსიონით.

    მოუარეთ თქვენს იარაღებს

    სილამაზის სალონების მსგავსად, ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საპნითა და წყლით მათი გარეცხვა, შემდეგ კი სპირტით გაწმენდა თავიდან აგვაცილებს ინფექციებს. ასევე აუცილებელია ერთჯერადი იარაღების ხშირად შეცვლა.

    გამოიყენეთ დამცავი ბაზა

    შიდა დამცავი ბაზა იცავს ფრჩხილს ლაქისგან და ამავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრს და ლამაზს ხდის. მეტი დაცვისა და მბზინვარებისთვის გამჭვირვალე ბაზის წასმა ლაქის ფენებს შორისაც შეიძლება. იმისათვის, რომ ლაქი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, არ დაგავიწყდეთ ზემოდან დამცავი ფენის გადასმა.

    შეიძინეთ ხარიხიანი პროდუქცია

    ფრჩხილის ლაქის შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი, დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს და მხოლოდ ამის შმედეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, როგორებიცაა დიუბუტილ ფტალტატი, ფორმალდეჰიდი და ტოლუენი. ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბუნებრივ მბზინვარებას, იწვევენ მის დაყოფას და მტვრევას.

    შილაქი და გელი – ხანგრძლივი ეფექტი და უარყოფითი მხარეები

    მიუხედავად საფრთხეებისა რომლებიც შილაქისა და გელის რეგულარულ ხმარებას ახლავს თან, ისინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. რთულია უარის თქმა ლამაზ ფრჩხილებზე და ლაქზე, რომელიც სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში არ ზიანდება. ძირითად საფრთხეს ულტრაიისფერი სხივების მქონე საშრობი მოწყობილობა წარმოადგენს, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს კანი ფრჩხილის ქვეშ და მის გარშემო. იგი ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. ამ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, პროცედურამდე რეკომენდებულია 30 ან 50 SPF-ის მქონე დამცავი კრემის წასმა. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხელთათმანები, რომლებშიც მხოლოდ ფრჩხილები ჩანს, ხელის დანარჩენი ნაწილი კი დაფარული და დაცულია.

    დაასვენეთ ფრჩხილები

    კვირის ბოლოს, სანამ ახალ ლაქვს წაისვამთ, დაასვენეთ ფრჩხილები, მიეცით აღდგენისა და გამაგრების საშუალება. გახსოვდეთ, ლაქის მუდმივად ტარება აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ჩვენს ფრჩხილებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი