ფრჩხილის მოვლა და 2018 წლის ტენდენციური ფერები

    მსოფლიო მოდის კვირეულებსა და ჩვენებებზე ყურადღება ექცევა არა მხოლოდ იმას, თუ რა აცვიათ მოდელებს, არამედ იმასაც, თუ როგორ უხამებენ ტენდენციების ფუძემდებლები ტანსაცმელს ვარცხნილობას, მაკიაჟს და ფრჩხილის ლაქს!

    იმდენად აქტუალური და საინტერესო გახდა ფრჩხილის მოვლა, რომ შეუძლებელია ამას უბრალოდ ლაქის წასმა უწოდო – ეს არის არტი და რაც დრო გადის, საქმე უფრო რთულდება… „რთულდება“ კარგ კონტექსტში. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს მრავალფეროვნება ძალიან ტენდენციურია და ლაქის ფერი და დიზაინიც შეგიძლიათ თემატურად, ტანსაცმლისა და ხასიათის მიხედვით ცვალოთ. მოდის კრიტიკოსები რამდენიმე გამორჩეულ სტილსა და ტრენდს გამოყოფენ. ჩვენ კი შევეცდებით, მოკლედ მოგიყვეთ მათზე:

    მუქი ფერები

    ცივ სეზონზე რეკომენდებულია შედარებით მუქი ფერის ლაქის გამოყენება, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილეთ ლურჯ და შინდისფერ ფერებზე.

    მინიმალიზმი

    გამოიყენეთ ნეგატიური სივრცე და ითამაშეთ ორნამენტების ვარიაციებით, თუმცა შეინარჩუნეთ მინიმალიზმი და ეცადეთ, არ გადატვირთოთ დიზაინი.

    სადა დიზაინი

    ეს ვარიანტი მოდიდან არასდროს გადადის და შეიძლება ითქვას, ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია. ღია კრემისფერი და მოვარდისფრო ტონები ჭეშმარიტად ქალური არჩევანია. რაც შეეხება „ფრენჩს“, იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დროის დეფიციტი აქვს. ამ სტილის ლაქი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება და მალე არ გვბეზრდება.

    დისკო ბრჭყვიალები

    იბრწყინეთ! მათ შორის ფრჩხილის ლაქის დიზაინის შერჩევისასაც. არ შეგეშინდეთ ზედმეტად ბრჭყვიალა ლაქის, რადგან ეს 2018 წლის ერთ-ერთი ტრენდია. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი ბრწყინვალება თქვენი სტილი არ არის, არჩევანი ოქროსფერ და ვერცხლისფერ ტონებზე გააკეთეთ, რაც ასევე ძალიან ეფექტურია.

    ქვები

    დიზაინერების თქმით, 2018 სელს ამ სტილს ბევრჯერ შევხვდებით. ფერადმა ქვებმა ტანისამოსიდან და თმის აქსესუარებიდან ფრჩხილებზე გადმოინაცვლეს. ამ შემთხვევაში, ყველაფერი მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, თუმცა აქაც ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ დიზაინი.

    მეტალიკი აქცენტებით

    ეს არის ლაქის კლასიკური, ნეიტრალური ფერების შერწყმა მეტალიკ ლაქთან, გარკვეული აქცენტების საშუალებით. აღნიშნული ტრენდი 2017 წლიდან მოყოლებული თავის აქტუალურობას არ კარგავს.

    აბსტრაქცია

    სცადეთ გეომეტრიული ფიგურების (კვადრატი, წრე, სამკუთხედი…) გამოყენება ფრჩხილის ლაქის დიზაინის გაკეთებისას. უამრავი ვარიაცია არსებობს… ინსპირაციის წყაროდ კი მოდის ფუძემდებლების მიერ სპეციალურად მოდის კვირეულებისთვის შერჩეული დიზაინები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს. ლაქით პრობლემებს მხოლოდ დროებით დაფარავთ. მისი ხშირი გამოყენება ასუსტებს და აზიანებს ფრჩხილებს. ამიტომ, მიიღეთ „ვიადერმი კომპლიტი“, იგი აწვდის ორგანიზმს ყველა იმ საჭირო ნივთიერებას, რასაც დღეს საჭმლიდან ვერ ვიღებთ. აღადგენს ფრჩხილების სტრუქტურას და ამაგრებს მათ. ჯანსაღ ფრჩხილებზე კი ნებისმიერი ფერისა და დიზაინის ლაქი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი