ფურისულა – ჯადოსნური ყვავილი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

    ფურისულა მსოფლიოში გავრცელებული ყვავილია, უამრავი სახეობა აქვს და მათ შორის 22 საქართველოშიც გვხვდება (სახეობათა უმეტესობა ალპურ მდელოებსა და ტყეებში იზრდება). ერთი შეხედვით უბრალო ყვავილი უამრავი სასარგებლო თვისების მატარებელია. ჩვენს ბლოგზეც სწორედ ამიტომ მოხვდა.

    ფურისულას ფერად ყვავილებს ყველა კარგად ვიცნობთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი ჯადოსნური თვისებების შესახებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეყოლა თქვენთვის მის შესახებ.

    მისი ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, იგი ინდიელებმა აღმოაჩინეს. ფესვებსა და თესლს საკვებად იყენებდნენ, ხმარობდნენ სისხლჩაქცევებისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ, სვამდნენ სასუნთქი სისტემის დაავადებებისა და ართრიტის დროს. 21-ე საუკუნეში კი ის გვევლინება ნუტრიკოსმეტიკა „ვიადერმის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად.

    ფურისულა პატარა ხილის ნაყოფს ისხამს. სწორედ მისგან წურავენ ზეთს. აქვს მასტრუქტურიზებელი და რეგენერაციული თვისებები, ამიტომაც გამოიყენება კოსმეტიკაში და მედიცინაში. საპონინების, ეთერზეთების, გლიკოზიდებისა და ვიტამინების გარდა იგი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, მათ შორის გამა-ლინოლენის მჟავას და ომეგა ექვსს (ჩვენი ორგანიზმი მას დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს), რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და აცოცხლებს ქსოვილებს.

    სენსაციური აღმოჩენა მედიცინაში

    ფურისულას ზეთი ვიტამინი C-ს შემდეგ ყველაზე სენსაციურ აღმოჩენად ითვლება მედიცინაში, როგორც დაავადებების განვითარების საპრევენციო საშუალება. მთელს მსოფლიოში მას სწავლობენ როგორც კანისა და გულის დაავადებების განვითარების საწინააღმდეგო, მენოპაუზის სიმპტომებისა და პრემენსტრუალური სინდრომის მოსახსნელ, ასევე წონის კორექციის საშუალებას.

    ფურისულას ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხსნის ქავილისა და წვის შეგრძნებას და ატენიანებს კანს. აქტიურად გამოიყენება დერმატიტების, ეგზემის, ფსორიაზის დროს.

    დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი

    ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი იფიტება, თხელდება, ხდება უფრო მგრძნობიარე, კარგავს მბზინვარებას და ელასტიურობას. ფურისულას ზეთს კი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, არის კარგი დამატენიანებელი, ხელს უშლის კანის გამოშრობას და ნაოჭების წარმოქმნას. ამტკიცებს ქსოვილებს, აბალანსებს და ტონუსს აძლევს ეპიდერმისს. სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უზრუნველყოფს გლუვი, ერთგვაროვანი ზედაპირის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების რეგულირებას და კვებავს თმასა და ფრჩხილებს.

    დამატებითი ინფორმაცია

    გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შაკიკის დროს ფურისულას აქვს დადებითი მოქმედება – მისი ნაყენის მიღების შემდეგ წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თანდათან წყნარდება თავის ტკივილი. ამ ყვავილის ფესვებს გააჩნია შარდმდენი და ოფლისმომგვრელი თვისება. აძლიერებს კუჭის სეკრეციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი