გაიცანით ბენ აფლეკის ახალგაზრდა შეყვარებული

    ჯენიფერ გარნერთან 12 წლიანი ქორწინებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ხანამ ჩაიარა. ახლა ბენ აფლეკს ახალი სიყვარული ეწვია და ეს 31 წლის მსახიობი, ანა დე არმასია.

    ეს არ არის მისი პირველი სასიყვარულო რომანი ჯენიფერ გარნერთან დაშორების შემდეგ, თუმცა აქამდე ასეთი სერიოზული ურთიერთობა მსახიობს არავისთან ჰქონია.

    ანას კუბურ-ესპანური ფესვები აქვს. მან კარიერა ესპანურ ფილმებში მონაწილეობით დაიწყო, თუმცა შემდეგ მალევე გადაინაცვლა ჰოლივუდში. მათ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც ანა ბენ აფლეკის ცოლის როლს თამაშობს ფილმში “ღრმა წყალი.” ფილმი 2020 წლის ნოემბერში გამოვა.

    View this post on Instagram

    ✨🧡

    A post shared by A N A D E A R M A S (@ana_d_armas) on

    ბოლო პერიოდში წყვილი ერთად ხშირად ჩნდება და არც პაპარაცებს ერიდებიან. ცოტა ხნის წინ ანამ ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც (როგორც კომენტარებიდან გაირკვა) სწორედ ბენ აფლეკის გადაღებული იყო. ისინი ურთიერთობას არც სოციალურ ქსელში მალავენ.

    ინტერვიუებში ბენ აფლეკი აღიარებს, რომ მისი  და გარნერის ოჯახი ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ დაანგრია. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ადამიანი არ უნდა დანებდეს და ეცადოს, წინ წავიდეს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი