გრეის კელის ულამაზესი შთამომავალი – პრინცესა შარლოტა!

    მსოფლიო გამოცემების ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა ბრიტანეთის სამეფო ოჯახია, უფრო ზუსტად კი, ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი. მათი თითოეული ნაბიჯი შუქდება და  მსოფლიოს მასშტაბით ირჩევა, თუ რა აცვიათ, როგორ გამოიყურებიან და სად დადიან. იმაზეც კი ბჭობენ, ქეითი უფრო ლამაზია თუ მეგანი.

    არსებობენ პრინცესები, რომლებიც ქეითისა და მეგანისგან განსხვავებით არც ისე ხშირად ხვდებიან პრესის ყურადღების ცენტრში, თუმცა, მათი სილამაზითა და დახვეწილი გემოვნებით ნამდვილად აღფრთოვანებულები დარჩებით. ერთ-ერთი მათგანია ულამაზესი შარლოტა კასირაგი – ლეგენდარული პრინცესა გრეის კელისა და მონაკოს პრინცის, რაინერ მესამის შვილიშვილი.

    შარლოტა 1986 წლის 3 აგვისტოს, “პრინცესა გრეისის ჰოსპიტალში” დაიბადა. მისი შობლები არიან გრეის კელისა და რაინერ მესამის ქალიშვილი, პრინცესა კაროლინა და სტეფანო კასირაგი.

    პრინცესა შარლოტას, ძმებისგან განსხვავებით, სამეფო ტიტული ოფიციალურად არ მიუღია და მეტიც, მას მამის გვარი მისცეს. სავარაუდოდ, ამით პრინცესა კაროლინამ შვილს სამეფო კარის ვალდებულებები აარიდა და მშვიდად ცხოვრების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, შარლოტა აქტიურად არის ჩართული სამეფო ოჯახის ცხოვრებაში და მოიხსენიება როგორც პრინცესა. მისი მთავარი გატაცება ცხენებით ჯირითი და მოდაა. იგი გახლდათ GUCCI-ს შთაგონება და კოსმეტიკური ხაზის სახე.

    პრინცესა შარლოტა ცდილობს, საკუთარი პირადი ცხოვრება არ გაასაჯაროოს. ამჟამად ჰყავს პარტნიორი, დიმიტრი რასამი და ორი შვილი (პირველი შვილი მას მეგობარი მამაკაცისგან ეყოლა და ). დიმიტრი და შარლოტა მალე დაქორწინებას აპირებენ.

    პრინცესა კაროლინას და სტეფანო კასირაგის (რომელიც წლების წინ გარდაიცვალა) შარლოტას გარდა კიდევ ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავთ.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი