გაიგეთ როდის გამოვა და რა ეღირება ლედი გაგას კოსმეტიკა

    Haus Laboratories – ასე ჰქვია ლედი გაგას კოსმეტიკის ბრენდს, რომელიც მეიქ აფ არტისტ სარა ტანოსთან კოლაბორაციით შექმნა. გაგას განცხადებით, მისი ახალი ბრენდი სოციალურ მედიაში დამკვიდრებული სტილისა და მაკიაჟის სტანდარტების საპირისპირო იქნება.

    “ფერს აქვს ტრანსფორმაციის ძალა, ის არის ლამაზი, ძლევამოსილი… სწორედ მაკიაჟის საშუალებით ვიპოვე ჩემი ხმა” – განაცხადა გაგამ.

    Haus Laboratories მოიცავს 6 Haus კოლექციის ნაკრებს. ნაკრებები შედგება მბრწყინავი ტუჩსაცხისგან, კრემოვანი ლაინერისგან და მკვეთრი ფერის საცხებისგან. მისი ღირებულება იქნება 49$. გარდა ამისა, შეზღუდული რაოდენობით გამოვა 9 ნაკრები, რომელიც მოიცავს შიმერ პუდრს, ტუჩის პრიალა საცხს და ტუჩის ლაინერს. მათი ფასი 26-დან 36 დოლარამდე იქნება.

    “შენი გლამური, შენი გამოხატულება, შენი არტისტიზმი – ჩვენ გვინდა, რომ შენი თავი მოგწონდეს! ჩვენი სახლი – შენი წესები” – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

    სანამ Haus კოსმეტიკა ოფიციალურად გაიყიდება, 15 ივლისიდან წინასწარი შეძენა შესაძლებელი იქნება  HausLabs.com -ზე და ამაზონზე.

    “დროა კიმმა და კაილიმ ბარგი ჩაალაგონ” – წერენ გაგას ახალი ბრენდის საიმიჯო ვიდეოთი აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი