გაიგეთ რომელ ზოდიაქოს ნიშანს ექნება ყველაზე ბარაქიანი და წარმატებული წელი

    ახალი წელი უამრავ სიახლეს და წარმატებას მოგვიტანს, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. ჩვენი შრომა და მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება და სათანადოდ დაფასდება კიდეც.

    ტყუპები, სასწორი და თხის რქა ამ წლის იღბლიანი ნიშნები არიან, ისინი უდიდეს მხარდაჭერას და დადებით ენერგიებს მოიპოვებენ კოსმოსიდან, ეს კი მათ წარმატების მიღწევასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

    2020 წელს თხის რქა განავითარებს და სრულად გამოაჩენს საკუთარ ტალანტს, შესაძლებლობებს. წლის პირველი 8 თვე უამრავი ახალი ნაცნობის გაჩენისა და საჭირო ურთიერთობების დამყარების საუკეთესო დრო იქნება. მარტში ცვლილებებისა და იღბლის პლანეტა თხის რქას დადებით ენერგიას გაუგზავნის და ეს განსაკუთრებით პოზიტიურად სახლსა და ოჯახზე იმოქმედებს.

    ტყუპები კარგად უნდა დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე, ცხოვრებაზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ცხოვრებაში ელოდებათ. წესების დაცვით მოქმედება არის მთავარი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ მთვარისა და მზის დაბნელების პერიოდები გარდამტეხი იქნება ტყუპების ცხოვრებაში (მთვარის დბნელება ნოემბერში, ხოლო მზის დაბნელება დეკემბერში). მათ უნდა გაბედონ და მოახდინონ ფუნდამენტური ცვლილებები კარიერასა და ცხოვრებაში. მათ ასევე წინ ელოდებათ გაცილებით ახალგაზრდა ან გაცილებით უფროს ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა (შესაძლოა პლატონურიც), კულტურასთან ახლო კავშირი და უამრავი დადებითი ემოცია.

    სასწორისთვის 2020 წელი მოგზაურობისა და განათლების მიღების საუკეთესო დრო იქნება. მათ არ უნდა იყოყმანონ და აუცილებლად ჩადონ ფული განათლებაში. ივნისში დაიწყება ცვლილებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში და პიკს მიაღწევს ნოემბერში. მათ უნდა გამოიყენონ 2020 წელი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგონ/ისწავლონ და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა განავითარონ.

    რაც შეეხება კარიერას, თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის 2020 წელი კარიერული ტრამპლინი იქნება. მთავარია აკონტროლოთ ამბიციები და გამოიჩინოთ დიპლომატია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ინტერესები და მიზნები გაქვთ.

    უფრთხილდით ბარიერებს და დაძაბულ სიტუაციებს, განსაკუთრებით მარტი-მაისისა და სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში. ნუ აურევთ ერთმანეთში თქვენ ფინანსურ ინტერესებსა და თქვენი გუნდის ინტერესებს, რადგან ეს უსარგებლო ნაბიჯი იქნება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი