განსაკუთრებული ლუქები Met Gala 2019-დან

    ნიუ იურკის მეტროპოლიტენ მუზეუმმა Met Gala-ს უმასპინძლა. ღონისძიება 1948 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს იმართება და VOGUE-ის მიერაა ორგანიზებული. ცნობილია, რომ ანა ვენტურს 2019 წლის გალა საღამოს დაგეგმვაში ლედი გაგა დაეხმარა. ამ წლის თემა Camp: Notes on Fashion იყო, რაც სიუზენ სონტეგის 1964 წელს დაწერილ ესსეს ეფუძნება. მისი მნიშვნელობა გადაჭარბებულ გამომხატველობასთან და ჰომოსექსუალ მამაკაცებთანაა დაკავშირებული.

    ზოგადად, ამ დღისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, ცდილობენ ზუსტად მოარგონ საკუთარი ჩაცმულობა ღონისძიების თემას და რაც შეიძლება არაორდინალური (და ამავე დროს, გემოვნებიანი) სამოსით აალაპარაკონ მსოფლიო. როგორც ხედავთ, წელსაც არ დაიშურეს ძალები.

    წელს საპატიო სტუმრები იყვნენ One Direction-ის ყოფილი წევრი, ჰარი სტაილზი და ლეგენდარული ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი. ასევე რიანა, ლედი გაგა და სხვები. თვალი გადაავლეთ საღამოს გამორჩეულ ლუქებს:

    კარდაშიან-ჯენერების ოჯახი, როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოექცა.

    4 კოსტიუმით გამოჩნდა ლედი გაგა.

    სერენა უილიამსი, სელინ დიონი, ჯარედ ლეტო.

    Cardi B გრანდიოზული წითელი კაბით.

    კეტი პერიმ კი პირდაპირი მნიშვნელობით გაანათა! 🙂

    ცნობილი ჩოგბურთელი და ღონისძიების საპატიო სტუმარი, სერენა უილიამსი.

    ჯანელ მონე

    კენიელი მსახიობი ლუპიტა ნიანგო.

    მსახიობი ეზრა მილერი ბარბერის ტანსაცმელში.

    ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი- ჰარი სტაილსი გუჩის სამოსში.

    ალესანდრო მიკელე – გუჩის კრეატული ხელმძღვანელი.

    ახლად დაქორწინებულები: პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი.

    მოდელი ემილი რატაკოვსკი ლეგენდარული მომღერლის, შერის კაბის მსგავსი ლუქით გამოჩნდა.

    და ბოლოს, ვოგის მთავარი რედაქტორი და გალას ორგანიზატორი, თვით ანა ვინტური.

    ავტორები: მაკა ქოჩლაძე და გიორგი გუნჯუა

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი