გასული წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები

    შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ვარსკვლავური ქორწილების წელი იყო. სუპერმოდელებმა, მომღერლებმა და მსახიობებმა სწორედ 2018 წელს დაუკავშირეს ცხოვრება საყვარელ ადამიანებს და მთელს მსოფლიოს დაამახსოვრეს თავი პომპეზური ქორწილებით.

    თუმცა, მათ შროის ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც უარი თქვეს საქორწილო ცერემონიასა და თეთრ კაბაზე… ან უბრალოდ ყველაფერი საიდუმლოდ დატოვეს.

    წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილების სიაში მოწინავე ადგილს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი იკავებს. სასექსის ჰერცოგინიამ არჩევანი ჟივენშისა და სტელა მაკარტნის კაბებზე შეაჩერა.

    გვინეტ პელტროუმ და ბრედ ფალჩუკმა 2018 წლის შემოდგომით იქორწინეს. მსახიობს ჯერ ვალენტინოს ნაქარგებიანი კაბა ეცვა, საღამოს კი სტელა მაკარტნის თეთრ სამოსში გამოეწყო.

    კიტ ჰერინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილი ივნისში გაიმართა, რომელსაც მეგობრები, ოჯახის წევრები და სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავები ესწრებოდნენ.

    კარლი კროსი და ჯოშუა კუშნერი ოქტომბერში, ნიუ იორკში დაქორწინდნენ. “ვიქტორია სეკრეტის” ანგელოზს დიორის დიზაინერის, მარია გრაცია ქიურის კაბა ამშვენებდა.

    პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ნოემბერში დაქორწინდნენ. ქორწილის პირველ დღეს პრიანკამ რალფ ლორენის ულამაზესი საპატარძლო კაბა მოირგო. მეორე დღეს კი, ჰინდუს ცერემონიისთვის ტრადიციულ წითელ კაბაში გამოეწყო.

    2018 წელს უინძორის სასახლეში კიდევ ერთი ქორწილი გაიმართა. პრინცესა ეუგენია და ჯეკ ბრუკსბენკი ოქტომბერში დაქორწინდნენ. პრინცესას პიტერ პილოტოს კაბა ეცვა.

    სუპერმოდელი შანელ იმანი ცოლად ამერიკელ სპორტსმენს, სტერლინგ შეფარდს გაჰყვა. პატარძალს Zuhair Murad-ის ნაქარგებიანი კაბა ეცვა.

    2018 წლის მიწურულს, ქალაქ ნოტოში, იტალიელი ბლოგერის, კიარა ფერანის და მუსიკოს ფედეზის ქორწილი გაიმართა. კიარამ ქორწილისთვის Dior-ის ორი კაბა აირჩია. ისინი მარია გრაზია კიურიმ სპეციალურად მისთვის შექმნა.

    ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდვინი კი ყველასგან მალულად დაქორწინდნენ. საზოგადოებამ ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ჰეილიმ ინსტაგრამზე გვარი შეიცვალა, ჯასტინმა კი მისი ფოტო დადო წარწერით “ჩემი ცოლი მშვენიერია!”

    კიდევ ერთი წყვილი, რომელიც ყოველგვარი ცერემონიების გარეშე, სპონტანურად დაქორწინდა მოდელი ემილი რატაჟკოვსკი და მსახიობი სებასტიან ბერ-მაკლარდი არიან.

     

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი