VALENTINO-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის Haute Couture კოლექცია

    პიერპაოლი პიჩიოლიმ კიდევ ერთი დაუვიწყარი კოლექცია წარადგინა, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის Haute Couture კოლექცია (მაღალი მოდა). კოლექციის თემა გაზაფხულია – კაბები, ინტერიერი და მაკიაჟი ყვავილებით არის გაფორმებული, მაგრამ მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

    პიერპაოლო პიჩიოლის განსაკუთრებით უყვარს ისტორიები, ეს ხშირად ჩანს მის კოლექციებში. ამჟამად მისი შთაგონება რენესანსი და რომანტიზმია. კოლექციაზე საუბრისას დიზაინერმა განაცხადა: „ისტორიულად, მაღალი მოდის სამოსი მხოლოდ თეთრკანებისთვის შეიქმნა, ფერდკანიანებისთვის იგი არ იყო გათვალისწინებული. მე მინდა ფერადკანიანი ქალი ცენტრში მოვაქციო და არა კუთხეში, როგორც ეს ბევრ ნამუშევარში ჩანს.“

    მართლაც, კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ჩვენება ტოპ მოდელმა ადუა აკეჩმა გახსნა, ხოლო სუპერმოდელმა ნაომი ქემბელმა დახურა. ამან დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებულად აღაფრთოვანა. ჩვენებაზე ასევე გამოვიდნენ სუპერმოდელები მარია კარლა ბოსკონი, ალეკ ვეკი, ლია კებედე და ნატალია ვოდიანოვა.

    მოდელებში ერთადაა გამოყენებული ისეთი ფერები, როგორიცაა მწვანე, ვარდისფერი, ყავისფერი… კოლექცია 65 მოდელისაგან შედგება, თითეული კი ყვავილის სახელს ატარებს, იმ ყვავილის შესაბამისად, რომელიც გამოსახულია მათზე.

    მოდელებს მაკიაჟი ლეგენდარულმა პატ მაგრიზმა გაუკეთა. უმეტესობას ხელოვნურად დამაგრებული, ყვავილებით გაფორმებული წამწამები ჰქონდა.

    შოუ იმდენად ემოციური იყო, რომ მომღერალმა სელინ დიონმა ცრემლები ვერ შეიკვა. “შენ დაუბრუნე ქალს სილამაზე” – ჩვენების დასრულების შემდეგ მომღერალმა პიერაოლო პიჩიოლის ასე მიულოცა წარმატება.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი