გემრიერლი და სასარგებლო კინოას ფაფა

    ეგზოტიკისთვის და ახალი სასარგებლო გემოსთვის ამჯერად კინოას ფაფას გთავაზობთ. ის უგლუტენო პროდუქტია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ამასთანავე სავსეა სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით. ძალიან კარგი დიეტური პროდუქტია, განსაკუთრებით მარხვის დროს. ესაა ნოყიერი და გემრიელი საუზმე.

    კინოა რამდენჯერმე კარგად გავრეცხოთ საწურში, თან ხელით ვსრისოთ, რომ მომწარო ნადები მოსცილდეს. მერე დავწუროთ საწურზე 15–20 წუთით. მოვხალოთ გაცხელებულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე 5 წუთი (ცოტა უნდა შეიცვალოს ფერი და აუვიდეს სასიამოვნო სუნი).

    ცალკე ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი (1 ჭიქაზე 1,5 წყალი) და ჩავყაროთ მოთუშული კინოა. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ცალკე ტაფაზე ოდნავ მოვთუშოთ ბოსტნეული (კარგია სტაფილო, ბულგარული, მწვანე ლობიო, მუხუდო…), შემდეგ დავაყაროთ მოხარშული კინოა, კარგად ამოვურიოთ და გამოვრთოთ.

    გაამოთ!
    თქვენი მარი მილორავა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი