იტალიური წარმოშობის პარიზელმა დიზაინერმა Valli -მ და H&M-მა კოლაბორაციის შესახებ განაცხადეს. Valli H&M-თან ერთად ტანსაცმელს შექმნის როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ახალი კოლექციის გარკვეული ნაწილი 25 მაისს, ლიმიტირებულად ჩაეშვება H&M-ის მაღაზიებში (მსოფლიოს მასშტაბით) და ვებგვერდზე. სრული კოლექცია კი ხელმისაწვდომი ნოემბერში გახდება.
თუმცა, კოლაბორაციით შექმნილი ულამაზესი კაბების პრეზენტაცია უკვე შედგა: კანის ფესტივალის amfAR Gala-ს წითელი ხალიჩა ნამდვილ პოდიუმად იქცა. Giambattista Valli ღონისძიებაზე თავის სელებრითი მუზებთან – ქენდალ ჯენერთან და კრის ლისთან ერთად მივიდა. ორივეს ახალი კოლექციის ულამაზესი კაბები ამშვენებდა.
ახალი კოლექციის კაბები ეცვათ ასევე კიარა ფერანის, ბიანკა ბრანდოლინის და როს ლინჩს.















