გიორგი დეისაძე: „ვენური უკმარისობის გამოვლენა წვრილი კაპილარების გაჩენით იწყება“

    უმოძრაობა, წონაში მატება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი კარანტინის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა აღმოჩნდა. ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა და სტრესი ჯანმრთელობის პრობლემების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დეისაძემ „Liveმედის“ ჩართვაში ქრონიკული ვენური უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე, მასთან დაკავშირებულ გართულებებზე და გართულებების მკურნალობის/პრევენციის გზებზე ისაუბრა.

    „ვენურ უკმარისობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა უმოძრაობა და ჭარბი წონა. ეს ორი ფაქტორი ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია. ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია არის ზედმეტი კილოგრამების დაკლება და რაც მთავარია, მეტი ფიზიკური აქტივობა – თუნდაც სახლის პირობებში გასაკეთებელი მარტივი ვარჯიშების სახით (როგორიც არის ტერფის მოხრა 10-15 ჯერ).

    ვენური უკმარისობა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ამ დროს ირღვევა სარქველების ფუნქციობა, გამოიხატება დაღლა, ფეხის შეშუპება და ტკივილი. საწყის სტადიაზე, პაციენტებს სიმპტომები ძირითადად საღამოს აღენიშნებათ და განსაკუთრებით მათ აწუხებს, ვისაც მთელი დღე ჯდომა, ფეხზე დგომა ან მგზავრობა უწევს. ვენური უკმარისობა ასევე თავს იჩენს ორსულობისას.

    ვენური უკმარისობის გამოვლენა წვრილი კაპილარების გაჩენით იწყება, რაც პრობლემის დაწყებაზე მიგვანიშნებს და დუპლექს სკანირებას საჭიროებს, რათა დავადგინოთ რა  მდგომარეობაა ღრმა ვენებში. კაპილარული ქსელის ვიზუალური გამოვლინება ხშირად დისკომფორტს უქმნის ქალბატონებს, რის გამოც მიმართავენ სკლეროთერაპიას. ეს უფრო კოსმეტიკური პროცედურაა, საწყის სტადიაზე კეთდება და ეფექტი რამდენიმე წელს გასტანს.

    კაპილარებისგან განსხვავებით, ძალიან საყურადღებოა ვენური კვანძების გაჩენა – როდესაც აღინიშნება შეწითლება, გამაგრება და შეხებისას ტკივილი. ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ადგილი აქვს თრომბოფლებიტს – დაავადების გართულებას. ვარიკოზის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მოხდეს დათრომბის რისკის შემცირება, რადგან კიდურებიდან სისხლი გულის მიმართულებით მიედინება და სწორედ ამიტომ ჩნდება იმის საფრთხე, რომ თრომბი დაიძრას, ღრმა ვენაში გადავიდეს და გულის მიმართულებით წავიდეს.

    ვენური უკმარისობის მეორე სერიოზული გართულება არის წყლული, რომელიც შეიძლება იყოს იშემიური (გამოწვეულია სისხლძარღვების შევიწროებით და შეიძლება თან ერთვოდეს დიაბეტი ტიპი II) და ტროფიკული, რომელიც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიებზე ვითარდება. აუცილებელია ვიცოდეთ, წყლულის გამომწვევ რომელ მიზეზთან გვაქვს საქმე – ვენურ თუ არტერიულ პათოლოგიასთან. ტროფიკული წყლულის დროს წვივის ქვედა მესამედში კანი იცვლის ფერს, იღებს მოყავისფრო ან მუქ შინდისფერ შეფერილობას. ეს რამდენიმე თვიანი პროცესია და საჭიროებს ფარმაკოთერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას. კანის დაზიანებისას პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება და გადადის ღია წყლულში. ამ მარტივი დაავადებით შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდეც მივიდეთ. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრობლემის საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება.

    ვენური უკმარისობის დადგენა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს ძვირადღირებული კვლევება, მოიცავს ანგიოქირურგთან კონსულტაციას და დუპლექს სკანირებით მდგომარეობის შეფასებას – როგორია ღრმა სისხლძარღვების სარქველების ფუნქციობა, სისხლის სიჩქარე, სისხლძარღვების ზომები, დიამეტრი, კედლის მდგომარეობა, არის თუ არა გამოხატული სტაზი. ამის შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა დაუნიშნოს პაციენტს.

    ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობა მოიცავს ფარმაკოთერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას. ქირურგიულად ტარდება როგორც ღია ოპერაციები, ასევე ლაზერული აბლაცია. პაციენტები, ხშირ შემთხევაში, პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით, მედიკამენტოზურ თერაპიას ირჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ ფარმაკოთერაპიასთან ერთად კომპლექსურად იყოს გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის ჯანსაღი კვება, ვარჯიში და ელასტიური წინდების გამოყენება. მედიკამენტოზური თერაპიის შერჩევისას დიდი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვენელოვანია გამოვიყენოთ ისეთი პრეპარატი რომელიც მოახდენს სიმპტომების კუპირებას და ამვდროულად ექნება სამკურნალო მოქმედებაც. ამით პაციენტს რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად მიღებისგან დავზოგავთ. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევ ევროპაში ცნობილი, GMP-ისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მერ წარმოებულ პრემიუმ ხარისხის ორიგინალ ბრენდს „ვარიქსინალს.“ ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ „ვარიქსინალის“ კომპონენტები კომპლექსურად მოქმედებენ ქვუ-ს გამომწვევ ყველა პათოლოგიურ კერაზე და ამცირებენ შემაწუხებელ სიმპტომებს, რაც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. ამავდროულად, „ვარიქსინალს“ გააჩნია სამკურნალო მოქმედება. აუმჯობესებს, როგორც სისხლძარღვოვან და კუნთოვანი ტონუსს, ასევე მიკროციკულაციას, აღადგენს სისხლძარღვის სტრუქტურას, იცავს პაციენტს დაავადების გამწვავებისაგან და ამცირებს ტროფიკული წყლულის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია „ვარიქსინალის“ მაღალი უსაფრთხოება ხანგრძლივი თერაპიის დროსაც. მას გამოშვების ორი ფორმა აქვს: „ვარიქსინალი აბი“ და „ვარიქსინალი გელი,“ რაც დამატებითი კომფორტია, რადგან პაციენტს შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც კომპლექსური თერაპია, ასევე საპრევენციო და სამკურნალო კურსის მისთვის სასურველი ფორმა. აღასანიშნავია „ვარიქსინალის გელის“ მოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს 12 საათიან დაცვას დღის განმავლობაში და არის ქვუ-ს გართულებების საუკეთესო საპრევენციო საშუალება.“

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი