“გრეის ანატომიის” ვარსკვლავი საქართველოს ეწვია

    გრეის ანატომიის ვარსკვლავი, სანდრა ო საქართველოს ეწვია. გასულ ხუთშაბათს ის თბილისში, “სტამბაში” შენიშნეს.  შორტებსა და მაისურში გამოწყობილი მსახიობი მეგობრებთან ერთად სადილობდა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, სანდრამ საკმაოდ პოიტიური და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

    გუშინ გავრცელდა ფოტო, რომელიც მსახიობმა ფასანაურში გადაიღო. როგორც აღმოჩნდა, სანდრამ ყაზბეგის “რუმსში” დაისვენა, ამის შემდეგ კი ფასანაურში აღნიშნა დაბადების დღე.

    სავარაუდოდ, თბილისში ყოფნისას მსახიობი სასტუმრო “რუმსში”გაჩერდა.

    ეკატერინე ვაშაყმაძის ფოტო
    ეკატერინე ვაშაყმაძის ფოტო

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი