The No Doubt-ის სოლისტმა და ქანთრის მუსიკის ვარსკვლავმა სოციალურ
ქსელში განაცხადეს, რომ მალე მათი კავშირი ოფიციალურად დაკანონდება.
სტეფანმა ეს ამბავი პირველმა გაავრცელა – მან ნიშნობის ბეჭდის ფოტო გააზიარა სოციალურ ქსელში.
წყვილს ერთმანეთი The Voice-ის გადაღებებზე შეუყვარდა და
4 წლის ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ კიდეც. ,,ისინი სიგიჟემდე
შეყვარებულები არიან. ორივე გრძნობს, რომ ნამდვილი პარტნიორი იპოვეს და სამუდამოდ ერთად ყოფნას გეგმავენ“- ნათქვამია განცხადებაში.













