როდესაც ჰარი და მეგანი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ და ოფიციალურად ჩამოერთვათ სამეფო ტიტულები, Frogmore-ის კოტეჯის სარემონტო ხარჯების დაფარვის ვალდებულებაც აიღეს.
წყვილის წარმომადგენელმა People-თან განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ,,წყვილმა მთლიანად დაფარა რემონტის ხარჯები, რომელიც დაახლოებით £2.4 მილიონი დაჯდა.“
,,წვლილი, რომელიც პრინცმა ჰარიმ გასწია Frogmore Cottage-ის გამო, მისი უდიდებულესობის დედოფლის საკუთრებაა და დარჩება ჰერცოგისა და მისი ოჯახის გაერთიანებული სამეფოს რეზიდენციად.“













