ჰარის პირველი განცხადება სამეფო ტიტულზე უარის თქმის შემდეგ!

    გასულ კვირას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო კარის უფლებამოვალეობებზე და პრივილეგიებზე. მათ გადაწყვიტეს, რომ თავად გამოიმუშაონ ფული. მეტიც, ვალდებულები არიან სამეფო კარის ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ფუნტი დააბრუნონ.

    გუშინ, საქველმოქმედო ფონდ Sentebale-ს ვახშამზე, ტიტულზე უარის თქმის შემდეგ ჰარი პირველად გამოვიდა სიტყვით და პირველი კომენტარიც გააკეთა.

    “დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, რომელიც მიყვარს. ამას ვერაფერი შეცვლის. მე ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომას. დავინახე როგორ მიიღეთ მეგანი, რადგან მიხვდით, რომ ვიპოვე სიყვარული და ბედნიერება, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად მიცნობთ და იცით, რომ ჩემი რჩეული არის ადამიანი, რომელიც ზუსტად იზიარებს ჩემს ღირებულებებს. ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

    ამ ნაბიჯის გადადგმა არვილი არ ყოფილა. თვეების განმავლობაში გრძელდებოდა გადაწყვეტილების მიღებისა და მოლაპარაკებების პროცესი. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდით, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

    მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ მივდივართ. ჩვენ არ მიგატოვებთ და ვიქნებით დედოფლის და ჩემი სამხედრო ასოციაციების სამსახურში, ოღონდ ამჯერად სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. ეს არ შეცვლის იმას თუ ვინ ვარ მე და რამდენად ერთგული ვარ ჩემი საქმის.

    მე თავიდან ავაცილე ჩემს ოჯახს ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება მიჩვეული ვიყავი. ეს იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ და წავიდეთ მიმართულებით, რომელიც გაცილებით უფრო მშვიდობიან ცხოვრებასთან მიგვიყვანს.

    მადლობა მედიას, რომელიც უდიდესი ძალაა და ყოელთვი ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას. თქვენ ჩვენთან ერთად გაიზიარეთ ჩვენი შვილის, არჩის დაბადების სიხარული (რმელმაც, სხვათა შორის სულ რამდენიმე დღის წინ ნახა პირველად თოვლი).

    ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიქნები განწყობილი ჩემი ბებიის, ჩემი მთავარი მმართველისა და ბოსის მიმართ. თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის ძალიან მადლობელი ვარ მისი და რა თქმა უნდა, ჩემი დიდი ოჯახის დანარჩენი წევრების.

    მე იმ ადამიანად დავრჩები, რომელიც აღმერთებს თავის ქვეყანას. ჩემს ცხოვრებას მივუძღვნი საქველმოქმედო საქმიანობასა და სამხედრო ასოციაციებს (რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია). ჩვენ გადავდგით უდიდესი ნაბიჯი და მადლობა ყველას, რომ მოგვეცით შემდეგი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა” – განაცხადა პრინცმა სიყვით გამოსვლისას.

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი