ჰეიდი კლუმი მესამედ გათხოვდა! მისი რჩეული 29 წლის მუსიკოსია

    ყველა ვარსკვლავს გრანდიოზული ქორწილი როდი აქვს. “ვიქტორია სეკრეტის” ანგელოზმა, ჰეიდი კლუმმა მუსიკოს ტომ კაულიცზე იქორწინა. ისინი პირველად 2018 წელს, ამერიკული ნიჭიერის გადასაღებ მოედანზე “გამოიჭირეს,” როდესაც ერთმანეთს აკოცეს.

    საზოგადოებამ წყვილი 17 წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო გააკრიტიკა – ტომი 29 წლისაა, ხოლო ჰეიდი 46 წლის. “ხალხს უფრო ახსოვს ჩემი ასაკი, ვიდრე მე. ჩემი შეყვარებული ჩემზე უმცროსია, მაგრამ ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. ნაკლები ინერვიულეთ, რადგან ნერვიულობა ნაოჭებს აჩენს” – განაცხადა მოდელმა. ამის შემდეგ ჰეიდი და ტომი მალევე დაინიშნენ.

    ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეიდი ორსულადაა. ჰეიდისთვის ეს არც პირველი ქორწინებაა და არც პირველი შვილი. პირველი ქორწინებიდან მას ერთი გოგონა ჰყავს. მეორე მეუღლე მომღერალი Seal-ი იყო, რომელთანაც სამი შვილი გააჩინა. თუ ჰეიდის ორსულობის შესახებ ჭორი მართალია, მალე ის მეხუთე შვილის დედა გახდება.

    შეგახსენებთ, რომ ჰეიდი კლუმი პირველი გერმანელი მოდელია, რომელიც “ვიქტორია სეკრეტის” ანგელოზი გახდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი