ჰეილი ბოლდვინი Levi’s 501-ის ახალი სახე გახდა!

    2019 წლის 20 მაისს Levi’s-ის ყველასათვის კარგად ნაცნობი ჯინსების ხაზს 149 წელი შეუსრულდება. 501-ის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიის სახე ჰეილი ბოლდვინი (ბიბერი) გახდა. ჯინსის შარვლები და შორტები გაფორმებულია ნეონის დეტალებით და წარწერებით H-A-I-L-E-Y.

    ზოგადად, ჰეილი უპირატესობას 90-იანი წლების სტილსა და დიდი ზომის ტანსაცმლეს ანიჭებს. როგორც აღმოჩნდა, იგი დიდი ხანია Levi’s-ის მომხმარებელიცაა. “ჰეილი ხშირად ატარებდა ჩვენს ტანსაცმელს და თან ჩვენი თხოვნის გარეშე. ძალიან მოგვწონს მისი ენერგია და ოპტიმიზმი. ამიტომაც დროული იყო 501-ის დაკავშირება ჰეილისთან” – განაცხადა კომპანიამ.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი