ბრედ პიტი და მსახიობი ალია შავკატი პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს. ახლა მთელი მსოფლიო მათ რომანზე ჭორაობს. წყვილი ფოტოგრაფებმა ლოს-ანჟელესში ერთ-ერთი გალერეაში შენიშნეს. ამის შემდეგ კი სპექტაკლზეც ნახეს ერთად.
ბრედი და ალია საერთო წრეშიც ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. მათი მეგობრები საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც ანთავსებენ. მიუხედავად ამისა, წყვილთან დაახლოვებული ადამიანი ერთ-ერთ გამოცემასთან ამბობს, რომ პიტი და შავკატი მხოლოდ მეგობრები არიან.

ავტორი: რუსკა კრაწაშვილი













