ჰოლივუდში კაილი ჯენერისა და დრეიკის რომანზე ალაპარაკდნენ

    შეუძლებელი არაფერია, როდესაც საქმე ჰოლივუდურ რომანებს ეხება. ამჯერად ხმები კაილი ჯენერისა და დრეიკის გარშემო გავრცელდა. ტაბლოიდები წერენ, რომ კარდაშიანების 22 წლის და ურთიერთობაში 33 წლის რეპერთანაა. ჭორები მას შემდეგ აგორდა, რაც ჯენერი დრეიკის 33-ე დაბადების დღეზე მის სიახლოვეს შენიშნეს. წყარო ყვება, რომ წვეულებაზე კაილი მღეროდა, მეგობრებთან ერთად ცეკვავდა და მუდმივად დრეიკის გვერდით იყო.

    წყაროს ინფორმაციით, წყვილი ერთად დროს არაჩვეულებრივად ატარებდა, ხუმრობდნენ და იცინოდნენ. ამბობენ, რომ დრეიკსა და კაილის შორის რაღაც ნაპერწკალი ყოველთვის იყო, უბრალოდ ჯენერის ტრევისთან რომანის გამო აღარ გაღრმავებულა. ახლა, როდესაც კარდაშიანების უმცროსი და მარტოხელაა, ხელს აღარაფერი უშლის. აღსანიშნავია, რომ თვეზე ნაკლებია, რაც კოსმეტიკური ბრენდის მფლობელი ბოიფრენდს და ერთადერთი შვილის მამას, ტრევის სკოტს დაშორდა.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი