იცოდით რომ ბანანისგან უგემრიელესი პური ცხვება?!

    შაბათი და კვირა ის დღეებია, როდესაც ყველანაირ სხვა საქმეს ვწყდებით და მეტ დროს ვატარებთ ოჯახის წევრებთან. პარასკევი კი ის დღეა, როდესაც შაბათ-კვირის საოჯახო “აქტივობები” იგეგმება. მათი უმეტესობა ძირითადად სამზარეულოს უკავშირდება 🙂 ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ერთი კარგი რეცეპტი გაგანდოთ, რომლითაც ნამდვილად შეძლებთ ოჯახის წევრების გაოცებას და მათ თვალში “ნამდვილი კულინარის” სტატუსის კიდევ ერთხელ მოპოვებას… თან ძალიან მარტივად.

    ალბათ იკითხავთ, რა შუაშია ბანანი პურთან, თუმცა ასე სულაც არ არის. ბანანის პურის გამოსაცხობად მიქსერის გამოყენება არ დაგჭირდებათ. საჭიროა მხოლოდ მარჯვე ხელები და შემდეგი ინგრედიენტები:

    3 მწიფე ბანანი

    1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი

    ½ ჭიქა შაქარი

    1 კვერცხი

    1 ჩ/კ ვანილი

    1 ჩ/კ სოდა

    1 მწიკვი მარილი

    11/2 ჭიქა ფქვილი

    მომზადების წესი:
    3 კანგაცლილი ბანანი მოათავსეთ ქვაბში და დაჭყლიტეთ სანამ ერთიანი რბილი მასა არ გახდება. დაუმატეთ გამღვალი კარაქი, სოდა და მარილი, აურიეთ კარგად. დაამატეთ შაქარი, კვერცხი და ვანილის ექსტაქტი. ჩაყარეთ ფქვილი და ურიეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

    პურის ფორმას მოუსვით კარაქი. ჩაასხით მასა ფორმაში და გამოაცხეთ 175°C ტემპერატურაზე 50-60 წუთით.

    როდესაც ღუმელიდან გამოიღებთ დააცადეთ რომ გაცივდეს და შემდეგ დაჭერით.

     

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი