#იმოძრავესახლში – მარტივი ვარჯიშები მსუბუქი ფეხებისთვის

    კარანტინის პირობებში ჩვენი ფიზიკური აქტივობა შენელებულია, ამიტომ სახლში ყოფნა ზრდის რიგი დაავადებების განვითარების რისკს. “ვარიქსინალმა” ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს სთავაზობს რჩევების რუბრიკას. #იმოძრავესახლში პროექტის ფარგლებში, ყოველ პარასკევს, წამყვანი სპეციალისტები ფეისბუქ მომხმარებლებს სასარგებლო რჩევებს მისცემენ.

    „ვაკის საცურაო აუზის“ მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ფიტნესტრენერ ანი მარგიევას პროფესიონალური, მარტივი ვარჯიშების სერიას. ანი გვასწავლის როგორ მოვუაროთ ფხებს, როგორ გავუმკლავდეთ ან ავიცილოთ თავიდან ვენურ დაავადება.

    დილით შესრულებული 5 მარტივი ვარჯიში დღის განმავლობაში სიმსუბუქისა და შვების შეგრძნებს შეგძენთ. ათწუთიანი ვარჯიშების კომპლექსი მოიცავს 3 ეტაპს, რომელთა თანმიმდევრული დაცვა მეტად მნიშვნელოვანია:

    • მოთელვის ვარჯიშები – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამზადებს ორგანიზმს ვარჯიშის შემდეგი ეტაპებისთვის
    • ტონუსის მარტივი ვარჯიში აუმჯობესებს კუნთოვან და ვენურ ტონუსს და უფრო ეფექტიანია, ვიდრე 30 წუთიანი სირბილი
    • გაწელვები აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის დრენირებას და ამცირებს ვარჯიშის შემდეგ ტკივილის განვითარების რისკს; ხელს უწყობს ვენური დაავადების პროფილაქტიკას

    მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშის დაწყებამდე გამოიყენოთ “ვარიქსინალის გელი,” რომელიც:

    • მნიშვნელოვანდ აუმჯობესებს ვარჯიშის ეფექტს და 12 საათის განმავლობაში გვინარჩუნებს სიმსუბუქისა და სიჯანსაღის შეგრძნებას
    • აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და კუნთის ტროფიკას, ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის დრენირებას, ამცირებს შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას
    • ხელს უწყობს ვენური დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

    ბრენდი „ვარიქსინალი“ მადლობას უხდის „ვაკის საცურაო აუზს“ მასპინძლობისა და თანადგომისთვის! ასევე, ფიტნესტრენერ ანი მარგიევას პროექტში ჩართვისთვის!

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი