იმუნური სისტემის მზაობა – D ვიტამინი, თუთია და მიკროელემენტები

    საქართველოს წამყვანი ექიმები აგრძელებენ ონლაინ კონსულტაციებს და საზოგადოებისათვის  საინტერესო თემების პირდაპირ ეთერში განხილვას. “Liveმედმა“  ცოტა ხნის წინ  კ. მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ენდოკრინოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელ, ექიმ-ენდოკრინოლოგ, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ქალბატონ ნინო დოლიძეს უმასპინძლა.

    ქალბატონმა ნინომ COVID-19-ით ინფიცირების რისკ ჯგუფებზე და იმ მნიშვნელოვან მიკრონუტრიენტებზე ისაბურა, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის სიჯანსაღეს და აძლიერებენ  ორგანიზმის მდგრადობას ნებისმიერი ინფექციისადმი.

    “მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიმყოფებით ისეთი სერიოზული პრობლემით მოცულნი როგორიც არის ახალი კორონა ვირუსი და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

    ჩვენი იმუნური სისტემა გარკვეულწილად მზად აღმოჩნდა ახალი კორონა ვირუსის მიმართ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ დაინფიცირებული პუპულაციის 80%-ში ვირუსი პრაქტიკულად უსიმპტომოდ ან მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობს.

    როგორც ენდოკრინოლოგმა, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ავტორიტეტული ასოციაციების მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური კონპენსაციის შემთხვევაში ნებისმიერი ავტოიმუნური და არაავტოიმუნური დაავადების მქონე პირები არ იმყოფებიან COVID-19-ის დამატებით რისკ ჯგუფში.

    მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებსაც აღენიშნებათ ენდოკრინოპათიების ჯგუფის ის დაავადებები, რომლებიც წარმოადგენენ  COVID-19-ის ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფს. ეს გახლავთ  შაქარიანი დიაბეტი ტიპი I და ტიპი II, ფარისებრი ჯირკვლის ქორნიკული დაავადებები, D ვიტამინის დეფიციტი და დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიები, კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევები, ძვალ-სახსროვანი დაავადებები – ოსტეოპოროზი და ა.შ…

    დღეისათვის, მიმდინარე მონაცამებით ვხედავთ, რომ შაქრიანი დიაბეტის (ტიპი I და ტიპი II) მქონე პირები ქმნიან ახალი კორონავირუსით პოტენციური ავადობის 26% მაჩვენებელს. ამიტომ, დიაბეტის მქონე პირებში საჭიროა გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი იმისათვის, რომ მისი დონის აწევის გამო გლუკოზა სისხლიდან შარდში არ გადავიდეს. ეს გამოიწვევს გლუკოზის კარგვას და გარკვეული ტიპის დეკონპენსაციას. შესაბამისად, შაქრის დონის კონტროლი და ექიმთან კომუნიკაცია დაგიცავთ ამ ყველაფრისგან. დიაბეტის დროს, არა მხოლოდ შაქრის მაღალი მაჩვენებელი წამრმოადგენს კორონას ავადობის რისკს, არამდედ პრობლემას ქმნის ისეთი რთული ძირითადი მსხვილსისხლძარღვოვანი გართულებები, როგორიცაა გულისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგიები. ამიტომ, პირველი რიგის პრობლემა და რისკ-ჯგუფი მაინც გულსისხლძარღვოვანი გართულებებია, ასოცირებული სხვადასხვა დაავადებებთან,  ასაკთან თუ დიაბეტთან.

    ენდოკრინული და იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციობისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან მიკრონუტრიენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რადგან დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ვიტამინებისა და მინერალების როლზე ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის. განსაკუთრებით, მინდა გამოვყო თუთია, სელენიუმი, ვიტამინი D3 და კალციუმი.

    თუთია ანუ ცინკი გახლავ მინერალი, რომელსაც ორგანიზმი მხოლოდ საკვები პროდუქტებიდან იღებს. თუთიით მდიდარია მაგალითად ნიორი, მზესუმზირა, კაკალი, თხილი, გოგრის თესლი, თურქული მუხუდო და ა.შ. ხშრად, არაბალანსირებული კვების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო თუთიის ათვისება მცირდება და ვითარდება თუთიის დეფიციტი. თუთია მიჩნეულია ორგანიზმში  უჯრედული განახლების ხელშემწყობ მინერალად, ასევე მონაწილეობას იღებს სხვა ქსოვილების მინერალიზაციაშიც. ყველაზე მეტად, თუთიას მიაწერენ იმუნური სისტემის მხარდამჭერ მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის მიმართ ამ ეტაპზე კლინიკური კვლევების მონაცამები არ გვაქვს, თუთია კარგად არის შესწავლილი სხვა მარტივი კორონავირუსული ინფექციების დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშია კონცენტრაცია არ აძლევს ვირუსს საშუალებას გამოიყენოს ჩვენი დნმ-ი საკუთარი ცილის გამრავლებისთვის. ანუ, თუთია აფერხებს ვირუსუს გამრავლებას მასპინძელ როგანიძმში. ასევე, თუთია ამოკლებს ავადობის ინტერვალს და ხდის უფრო მსუბუქს იმ კლინიკურ გამოვილინებებს, რომელიც მარტივ გაციებას ახლავს თან.

    თუთიის დეფიციტს განსაკუთრებული მკვეთრი გამოვლინება აქვს პედიატრიულ პაციენტებში, რაც ზრდაში ჩამორჩენითა და რეგენერაციული პროცესების შეფერხებით ვლინდება.

    სელენიუმი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია ჩვენი ორგანიზმის გარკვეული ენზიმების ცხოველქმედბისთვის. ის არის ანტიოქსიდანტი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ სელენიუმი ბოჭავს ორგანიზმში წარმოქმნილ მავნე ნაწილაკებს და გვიცავს მათი მავნე ზეგავლენისაგან. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ სელენიუმი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური პათოლოგიების დროს და გარკვეულწილად აქვს ანტისიმსივნური ეფექტიც. მისი მიღება ორგანიზმს აძლევს საშუალებას, ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესისას ნაკლებ ცვეთაში იყოს. სელენიუმის გამოყენება დღიური დოზით 200 მკგ 90 დღის განმავლობაში აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს, იძლევა ჰორმონალურ და სტრუქტურულ გაუმჯობესების საშუალებას. გარდა ამისა, სელენიუმი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების ორგანოთა სისტემის კონკრეტული ქსოვილების მიერ ათვისების უნარს.

    D ვიტამინის დეფიციტზე და დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობებზე დღეს ძალიან აქტიურად საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მას ვიტამინი ქვია, ჩვენ, ენდორკინოლოგები მას (მისი თვისებებიდან გამომიდნარე) ჰორმონს ვუწოდებთ, რადგან სტეროიდული ჰორმონების მსგავსი მოქმედება აქვს. ორგანიზმში მისი 80% გამომუშავდება მზის პირდაპირი სხივების დასხივების შედეგად, ხოლო 20%-ს კი საკვებიდან ვიღებთ. იმისათვის რომ მზის სხვიების დახმარებით ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდეს, კანის დიდი ნაწილი უნდა შეწითლდეს ან შევარდისფრდეს მაინც, მხოლოდ კიდურებზე დასხივება არ არის საკმარისი. დასხივება უნდა ხდებოდეს სხეულის უმეტეს ნაწილზე. ამიტომ, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, მზიან ამინდში სეირნობის მიუხედავად ვერ ხდება საჭირო რაოდენობის D ვიტამინის გამომუშავება. D ვიტამინის დეფიციტის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია თებერვლის თვეში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერც საკვებიდან ვიღებთ მას (ყველაზე დიდი რაოდენობით არის ზღვის პროდუქტებში და განსაკუთრებით ოკეანის ცხიმიან თევზში). D ვიტამინის დეფიციტის განსაზღვრა და დიაგნოსტირება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით ხდება, თუმცა ყველა პაციენტს არ აქვს აღნიშნული კვლევის ჩატარების შესაძლებლობა. თუ დავეყრდნობით საერთაშორისო მონაცემებს, მსოფლიოში პოპულაციის უდიდეს ნაწილს აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი, რადგან ვერც საკვებიდან ვერ ვიღებთ მას სათანადო რაოდენობით და მზეზე ყოფნასაც ვერ ვახერხებთ ხშირად (მზეზე უბრალოდ გასეირნება საკმარისი არც არის იმისათვის, რომ D ვიტამინი გამომუშავდეს). გარდა იმისა, რომ D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია ენდოკრინული და სხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციობისათვის, იგი ასევე დადებით გავლენას ახდენს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციობაზე.

    D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და მკრუნალობისთვის მივმართავთ საპროფილაქტიკო და სამკურნალო დოზებს. მინდა აღვნიშნო, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღება იწვევს კალციუმის მობილიზებას და სხვადასხვა ქსოვილებში ჩალაგებას. ამიტომ, დოზა უნდა იყოს საპროფილაქტიკო ან შემანარჩუნებელი.

    კალციუმი – რადგან ჩვენ თავშივე ავღნიშნეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადების – ოსტეოპროზის მქონე პირები შედიან COVID-19-ის რისკ ჯგუფში, მინდა შევეხო კალციუმს, როგორც ძვალ-სახსროვანი სისტემის სიჯანსაღისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს. კალციუმის დეფიციტს რაც შეეცხება, ადამიანს ორგანიზმს შეუძლია მისი რეგულირება, რადგან თუ ადამიანს აქვს კალციუმის ქრონიკული დეფიციტი, ორგანიზმი კალციუმს აუცილებლად გამოათავისუფლებს ძვლებიდან (სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი კალციუმის მარაგია) და შეავსებს სისხლში არსებულ დეფიციტს. თუმცა, თუ მარაგი ამოიწურება ძვლებში, შესაძლოა მივიღოთ ძვლების ტოტალური გამოფიტვა, რასაც თან სდევს ოსტეოპენია და  ოსტეოპოროზი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური ცხრილები და რეკომენდაციები, როგორ შვეივსოთ საკვების დახმარებით კალციუმის ბალანსი ორგანიზმში, ეს პროცესი მაინც საკმაოდ რთულია, ამიტომ კალციუმის დეფიციტის განვითარების რისკის თავიდან აცილებისთვის, ვნიშნავთ კალციუმის პრეპარატებს. აუციელბლად უნდა გადავხედოთ, თუ რა რაოდენობის კალციუმი გვეკუთვნის ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. ასევე, მივაქციოთ ყურადღება, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შედიოდეს მაგნიუმი და D ვიტამინი, იმისათვის რომ კალციუმმა შეძლოს კუჭ-ნაწლავში გამოთავისუფლება და მოხდესს მისი მაქსიმალური ათვისება.

    მეც და ჩემი კოლეგებიც პარტიზანულად ვებრძვით COVID-19-ს. მხრას ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ცეცხლის პირველ ხაზზე იბრძვიან და ვცდილობთ ქრონიკული დაავადებების მართვა იყოს სათანადო, რათა ამ ჯგუფის პაციენტები არ წარმოადგენდნენ დამატებით რისკ ჯგუფს ინფიცირებისათვის.

    კიდევ ერთხელ, მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო პაციენტებზე, რომლებიც იმყოფებიან ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფში და მოგიწოდოთ ყველას, დავიცვათ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.”

    1 კომენტარი

    1. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებს და მიკროელემენტებს (და არა მხოლოდ) შეიცავს სასაქართველოში ევროსტანდარტები მოთხოვნების სრული დაცვით წარმოებული 100% სისუფთავის ბუნებრივი ბიოპრეპარატი პიოლანი, იხ.www.pinolan. ge რომელიც ხარისხით და ეფექტურობით აღემატება მრავალ უცხოურ და ფართოდ რეკლამირებულ არაორგანულ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს. კარგია, რომ მედიცინის მუშაკები იძლევიან კვალიფიციურ და გააზრებულ რჩევებს, მაგრამ არასამედიცინო საზოგადოებისათვის უკეთესი იქნებოდა ზოგად რჩევებს ჰქონდეს მეტი კონკრეტულობა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი