ეკრანდამოკიდებულება, კონცენტრაციის, მეხსიერებისა და დასწავლის პროცესის გაძნელება – ეს ის ჩივილებია, რომელიც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა ასაკში. ასეთ დროს უკვე მრავალი წელია მშობლები დამხმარე საშუალებად ირჩევენ ომეგა 3-ს. იმისათვის, რომ ზუსტად გავიგოთ, რა განსაკუთრებული გავლენა აქვს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომელი პროდუქტებშია ისინი დიდი რაოდენობით და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ომეგა 3-ის დანამატები, გვესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი – ინგა მამუჩიშვლი.

ქ-ნი ინგა: ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავეები წარმოადგენენ ესენციურ ანუ შეუცვლელ ნივთიერებებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მხოლოდ საკვებიდან ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატებიდან იღებს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აერთიანებს ე.წ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს: ეიკოზაპენტაენის მჟავას (EPA), დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA) და α-ლინოლენის მჟავას (ALA), რომლებიც ორგანიზმში გარდაიქმნება EPA და DHA-ად. მათი დადებითი გავლენა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის, ორგანიზმზე, მის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე მრავალი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უჯრედული მემბრანის შენებასა და სტაბილიზაციაში, წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტებს ნერვული სისტემის ფორმირებაში, ნეირონების ზრდაში, ნერვული იმპულსების წარმოქმნა-გადაცემაში, თავის ტვინის ტროფიკაში ანუ კვებაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ანთებითი პროცესების რეგულირებაში, მხედველობისა და გულ-სისხლძარღვთა, ასევე საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაში. მარტივად რომ ავხსნათ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების გავლენა ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ხელს უწყობს სივრცული და სერიული დასწავლის პროცესს, აუმჯობესებს კონცენტრირების, ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და დამუშავების უნარებს, მონაწილეობს, როგორც უშუალოდ სწავლის, ისე დამახსოვრების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ომეგა 3 მჟავები მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებასა და ბადურის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას. ომეგა 3 მჟავები ასევე ხელს უწყობს ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფორმირებას – ჯანსაღ ზრდასა და მოტორული უნარების განვითარებას.

– რომელი პროდუქტებია მდიდარი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავეებით და რა რაოდენობით უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეძლოს, რეკომენდებული დოზით საკვებიდან მათი მიღება?

ქ-ნი ინგა: ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით ყველაზე მდიდარი საკვები თევზეულია. იმისათვის, რომ ბავშვის ორგანიზმმა მიიღოს  განვითარებისთვის აუცილებელი ომეგა 3, ის კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა იკვებებოდეს ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: ცივ წყლებში მობინადრე ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, მოხარშული ცისარტყელოვანი კალმახი, ლობსტერი ან ზღვის სხვა  პროდუქტები.  მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს დიდი სურვილი აქვთ, უზრუნველყონ ბავშვის ჯანსაღი, ზემოაღნიშნული პროდუქტებით დაბალანსებული კვება, ხშირად უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან,მაგალითად, როცა ბავშვებს არ უყვართ თევზეული და უარს ამბობენ მის მიღებაზე ან  აქვთ ალერგია – კვებითი აუტანლობა, ასევე საყურადღებოა, რომ პროდუქტების მაღალი ფასი მშობელს არ აძლევს საშუალებას, სისტემატურად შეიძინოს  გაუყინავი, ჯანსაღი თევზეული. 

-გეთანხმებით, ძალიან ხშირად პატარები უარს ამბობენ სასარგებლო პროდუქტებზე. რა საფრთხის შემცველია ომეგა 3 მჟავეების დეფიციტი?

ქ-ნი ინგა: კვლევებით დასტურდება, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ასოცირებულია ე.წ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, მეხსიერებასა და კოგნიტური უნარების დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მხედველობის გაუარესების, სიმსუქნისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკთან. 

-ხშირად გვიწევს ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება. ბაზარზე დიდი არჩევანია, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორია თქვენი რეკომენდაცია?

ქ-ნი ინგა: ბავშვებისთვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სწორი შერჩევა დიდ ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს. იმისათვის, რომ ომეგა 3-ის შემცველი დანამატები სასარგებლო  იყოს ბავშვის ჯანმრთელობისთვის და შეესაბამებოდეს კვებით ღირებულებას, აუცილებელია, რომ შეიცავდეს ბუნებრივი წარმოშობის თევზის ქონს, შექმნილი უნდა იყოს კონკრეტულად ბავშვებისთვის სანდო, გამოცდილი მწარმოებელი კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია წარმოებისა და ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატები და მაღალტექნოლოგიური მეთოდოლოგია. გამომდინარე იქედან, ბავშვის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა მავნე დანამატის:  შაქრის, გლუტენის, გნმ პროდუტტების, კოსნერვანტების მიმართ, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ უნდა შეიცავდეს აღნიშნულ მავნე ნივთიერებებს. ასევე  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის უსაფრთხო და კომფორტული იყოს მისაღებად, ხშირად ომეგა 3-ის დანამატებს აქვთ დამახასიათებელი თევზის გემო და სუნი, რის გამოც ბავშვები უარს ამბობენ მათ მიღებაზე. მე დიდი სიფრთხილით ვეკიდები ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევას და მშობლებსაც მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ის კრიტერიუმები, რომლებზდაც ვისაუბრეთ. უკვე მრავალი წელია, რაც ჩემს პატარა პაციენტებს  ომეგა 3-ის დანამატის საჭიროებისას  ვურჩევ  „მარსიანჩიკი ომეგა 3“-ს.  ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საბავშვო ბრენდი „მარსიანჩიკი“ შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის  ცნობილი ევროპული კომპანია „ვალმარკის“ მიერ ჯანმოსა და სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაციების რეკომენდაციების სრული დაცვით. აღსანიშნავია, რომ „მარსიანჩიკი ომეგა 3“ დამზადებულია  ცივ წყლებში მობინადრე თევზის ქონისგანს, რომელიც ზუსტად ცივი მეთოდითაა დამუშავებული და ორგანული წარმოშობისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მარსიანჩიკი ომეგა 3-ის“ მიღებისას  ბავშები იღებენ სუფთა, ნამდვილ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც Omega 3-ისა და DHA-ს ყველაზე მდიდარი წყაროა და გამოირჩევა საუკეთესო ბიოათვისების ხარისხით. ამასთანავე,  „მარსიანჩიკი ომეგა 3“ შეიცავს A/C/D ვიტამინებს, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ომეგა 3 მჟავების ათვისებას, ხოლო, მეორე  მხრივ, მხედველობის სიჯანსაღეს, იმუნიტეტის ამღლებასა და ზოგადად ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. უნდა გამოვყოთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი  ის, რომ „მარსიანჩიკი ომეგა 3“ არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ხელოვნურ დანამატებს, არ ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს, მეორე-კომპონენტები წარმოდგენილია დღიური უსაფრთხო დოზებით, შესაბამისად, დაბალანსებული კვების დროსაც არ ზრდის ჰიპერდოზირების რისკს და მესამე – გამოშვების ფორმა – ძალიან გემრიელი საღეჭი კაფსულები, თევზის გემოსა და სუნის გარეშე, რაც ძალიან მოსწონთ პატარებს.

დატოვეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი