INGOROKVA -ს ჩვენება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართა

    მერსედეს ბენცის კვირეულის მეოთხე დღეს თამუნა ინგოროყვას ჩვენება გაიმართა. მან 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარადგინა.

    მოდის ბლოგერი, გიგა უჩუვატოვი INGOROKVA-ს კოლექციის შესახებ:

    “ვფიქრობ, რომ თამუნა ინგოროყვას ყოველთვის ყველაზე კარგი კონსტრუქცია აქვს. მისი უზადო განათლება ყოველთვის იგრძნობა მის კოლექციებში. თამუნას კოლექციაში ჩანდა ძლიერი ქალი. სილუეტები მეტად მასკულინური იყო ვიდრე ფემინური. ბიჭის რამდენიმე ქურთუკი განსაკუთრებულად მომეწონა, ძირითადად იყო კომფორტული ფეხსაცმელი და ტენდენციური სამოსი, რომელიც საკმაოდ მოდური იქნება შემდეგ სეზონზე.”

    80-90-იანი წლების გავლენა

    “90-იანები მძლავრად არის ყველა დიზაინერის შემოქმედებაში. მესმის, რადგან ეს მათი ბავშვობაა და ხშირ შემთხვევაში ინსპირაცია ხდება. 6 წელია აქტიურად ვადევნებ თვალყურს მოდას და უკვე არაფერი მიკვირს, რადგან მოდა მუდმივად ტრიალებს – ხან 90-იანებია, ხან 70-იანები… თუმცა, ყველაფერი რასაც ვიხილავთ არ შეიძლება მივიჩნიოთ ტენდენციად, რადგან ტენდენცია მეტად მასშტაბურია. თუ ქუჩაში არ დამკვიდრდა და საზოგადოებამ არ მიიღო არ ითვლება ტენდენციად. პოდიუმზე რაც წარმოდგენილია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა მოირგოს.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი