ჯიჯი ჰადიდმა 25-ე დაბადების დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად პენსილვანიაში, იოლანდა ჰადიდიდს (დედის) სახლში აღნიშნა. დაბადების დღის ტორტი მას Cake Boss-ის ნამცხვრების მეფემ, ბადი ვალასტრომ გაუგზავნა.
“უსაყვარლესი დაბადების დღე მქონდა ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად, კარანტინში. მათმა სიყვარულმა და სითბომ, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, ეს დღე განსაკუთრებული გახადა. ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან. ძალიან მინდოდა ყველა აქ ყოფილიყო, მაგრამ ვიცი, რომ სამომავლოდ ერთად ყოფნას უფრო დავაფასებთ”-თქვა ჰადიდმა ინსტაგრამ პოსტში.
ჯიჯი ჰადიდმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის დასთან და შეყვარებულთან ერთადაა. ზაინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი იშვიათად დებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს (ცოტა ხნის წინ წყვილი დაშორებული იყო, თუმცა მალევე შერიგდნენ). როგორც ჩანს, ზაინი კარანტინის პერიოდს ჯიჯისთან ერთად ატარებს, ასე რომ, თვალი ადევნეთ მათ ინსტაგრამს საინტერესო ფოტოების მოლოდინით.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯი და ზაინი ყველაზე მოდურად ჩაცმულ წყვილად ითვლებიან და ყოველთვის იციან, როგორ მოახდინონ შთაბეჭდილება გულშემატკივრებზე.













