იორდანიის დედოფალი ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა!

    იორდანიის დედოფალმა რანია ალ-აბდულამ ქართული ბრენდის, DALOODის ულამაზესი კაბა მოირგო. DALOOD მაკა კვიციანის მაღაზიაა, სადაც არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ავეჯისა და აქსესუარების შეძენაც არის შესაძლებელი.

    მაღაზია ფერადი და ცოცხალი ინტერიერით გამოირჩევა. ყოველი ნივთი უნიკალურია, აუცილებლად საქართველოშია წარმოებული და საგულდაგულოდ არის შერჩეული შემოქმედებითი გუნდის მიერ.

    რაც შეეხება თავად დედოფალს, იგი 48 წლისაა, არაჩვეულებრივად გამოიყურება და  მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების გვერდით ღირსეულად იკავებს ადგილს. განათლება ამერიკაში მიიღო, მომავალი მეუღლე აბდულა II კი სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში გაიცნო.

    ამჟამად რანია 4 შვილის დედაა, არაჩვეულებრივად უძღვება ოჯახს, დაკავებულია ქველმოქმედებით და მეუღლის საქმეებსაც ინაწილებს. რანია ალ-აბდულას ხშირად ადარებენ პრინცესა დიანას.

    გარდა ამისა, რანია დაინტერესებულია მოდით. იგი აქტიურად უკეთებს რეკლამას იორდანიელი დიზაინერების ტანსაცმელს. მის აღმოჩენად ითვლება მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი ელი სააბი.

              

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი