ირაკლი ბებიაშვილი: კლინიკა “ჰეარლაინი” მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია!

    თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ადამიანს დღეში დაახლოებით 50-100 თმის ღერი სცვივა. სამწუხაროდ, გაცვენილი თმების რაოდენობა ხშირად აჭარბებს ახლად ამოსული თმის რაოდენბას, რაც გამელოტებას იწვევს. თმის ცვენა უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ენდოსკოპი, პროქტოლოგი, ზოგადი ქირურგი და „Hairline International”- ის დირექტორი, ირაკლი ბებიაშვილი თმის ცვენის მკურნალობასა და კლინიკის სხვა პროცედურებზე გვესაუბრა.

    მოგვიყევით  “ჰეარლაინის” შესახებ, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

    ჩვენი კლინიკა 2005 წელს, ბატონი თამაზ თამაზაშვილის თაოსნობით შეიქმნა. იგი არის მდიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; დღესდღეობით კი  ნიუ-იორკში, ტრანსპანტოლოგიის ცენტრში მუშაობს.

    ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1997 წელს, ბატონი თამაზი ლექციების წასაკითხად გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგ, თავად შეექმნა თმის ცვენის პრობლემა და გადაწყვიტა თმა გადაენერგა. საქართველოში დაბრუნებულმა კი გადაწყვიტა, ზოგადი ქირურგიისთვის თავი დაენებებინა და თავისი ცხოვრება ამ სფეროს დაუთმო. იმის ფონზე, რომ ის იყო რეალიზებული პროფესორი, მან არჩია წასულიყო ახალ დარგში. ასე დააფუძნა 1997 წელს თმის გადანერგვის ტენდენცია საქართველოში. 2005 წელს ახალი კლინიკა, “ჰეარლაინ ინტერნაციონალი” დააფუძნა – ახალი მეთოდებით, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით. რაც მთავარია, მისი მიზანი იყო უფრო პროგრესული მეთოდების დანერგვა. კლინიკა უკვე 15 წელია არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მსოფლიოში არსებული თმის გადანერგვის კლინიკების პარალელურად ვითარდება.

    მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ, რა კრიტერიუმებით ხდება სპეციალისტების შერჩევა?

    ჩვენი გუნდი დაკომპექტებულია პროფესიონალებით, მაღალ კვალიფიციური კადრებითა და თავის სფეროში მოწინავე პროფესორებით, როგორც თმის გადანერვის დარგში ასევე პლასტიკურ ქირურგიაში. სფეროში, რომელშიც ვმოღვაწეობთ ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს და ინოვაციებს. ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვა გულისხმობს პროგრესულად მოაზროვნე ექიმების, პროფესიონალების გუნდურ შრომას. თუ  გუნდის რომელიმე წევრი პროფესიონალი არ არის, უკვე დისონანსი შემოდის და შესაძლოა ამან საბოლოო შედეგზე იქონიოს გავლენა.

    როგორ ხდება პროფესიული ზრდა-განვითარება და კადრების გადამზადება?

    დაახლოებოთ სამი წელია კლინიკაში გვაქვს გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას თმის აღდგენით მდეიცინაში. ამ პროგრამით ვახდენთ ექიმების გადამზადებას და ტრანსპლანტოლოგებად მომზადებას. სერთიფიკატს გავცემთ როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა, თუმცა უცხოელებისთვის მხოლოდ ჩვენი კლინიკის სახელით გაცემული სერთიფიკატიც საკმარისია. განათლების პროგრამა გვაქვს კლინიკურ ტრიხოლოგიაშიც, ესეც უნივერსიტეტთან ასოცირებულია. ორივე პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი თამაზ თამაზაშვილია. ასე რომ, ვინც ჩვენს კლინიკაში მზადდება ყველა ბატონი თამაზის მოსწავლეა. მინდა გითხრათ, რომ თმის გადანერგვა ცალკე დარგად არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ მასიურად ვახდენთ გადამზადებას, ეს მაინც პლასტიკური ქირურგების კომპეტენციაში შედის. მათ აქვთ უფლება გადანერგონ თმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ამისათვის საჭიროა ჩვენი კურსის გავლა.

    არის თუ არა კონკურენცია თმის გადანერგვისა და თმის ცვენის მკურნალობის მიმართულებით საქართველოში და რას თვლით თქვენს მთავარ უპირატესობად სხვა კლინიკებთან მიმართებაში?

    კონკურენცია რა თქმა უნდა არის, მაგრამ წარმატებულ, ინოვაციურ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ კლინიკას კონკურენციის არ ეშინია. თმის გადანერგვის სფეროში არის რამდენიმე მსოფლიოში გავრცელებული მეთოდი, ჩვენი კლინიკა კი მსოფილოს საუკეთესო ექვსეულში შედის. ვთვლით, რომ არსებულ კლინიკებთან მიმართებაში დიდი უპირატესობა გვაქვს.

    მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ამოღებული გრაფტი იყოს წუნგარეშე, ანუ ნაკლები დაზიანებით.  ჩვენი კლინიკა იმითაა გამორჩეული, რომ გრაფტის დანაკარგი 5% არ აღემატება და თითქმის მაქსიმალურად ვიყენებთ სადონორო მასალას. ასევე, ბუნებრივთან მიახლოებული შედეგის მიღება ყველას არ შეუძლია. სადონორო ზონის (კეფის) რესურსის არ ქონის შემთხვევაში დონორად ვიყენებთ წვერს ან ტანზე არსებულ თმას. თმის გადანერგვაში ყველაზე მთავარი მაინც ანდროგენების სიჭარბეა, ასევე გენეტიკური წინასწარგანწყობა. ეს პროცესი 3 ეტაპად იყოფა: თმის მოპოვება სადონორო არედან, მიკროხვრელების მომზადება, დიზაინი და ჩანრგვა. არსებობს ორმეთოდიანი პროცესიც, რომელიც მოიცავს მასალის მოპოვებას და ჩანერგვას ჩხვლეტის მეთოდით. მინდა აღვნიშნო, რომ გადანერგილი თმა არ ცვივა, ვინაიდან თმის ანდროგენების მიმართ მგძნობიარე რეცეპტორები არ აქვს.

    შესაძლებელია თუ არა თქვენი მომსახურების მიღება საქართველოს სხვა ქალაქებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

    ბათუმში პარტნიორი კლინიკა გყავს. მოთხოვნიდან გამომდინარე ბათუმშიც ხშირად გვიწევს ჩასვლა. გარდა ამისა, „ჰეარლაინ ინტერნეიშენალი“ უკრაინაში, კერძოდ ოდესაში არსებულ კლინიკასთან თნამაშრომლობს, სადაც მოთხოვნიდან გამომდინარე ჩავდივართ და უკრაინელები სრულფასოვან, მაღალი ხარისხის სერვისს იღებენ. ამჟამად მოლაპარაკების ფაზაში ვართ ყაზახეთთან.

    რა ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

    როგორც გითხარით, ჩვენ მუდმივად მივყვებით ახალ ტენდენციებს და ვნერგავთ მათ საქართველოში. ასე რომ, მსფლიოს კლინიკებს არაფრით ჩამოვუვარდებით, პირიქით. ტანიდან სადონორო მასალის ამოღება ძალიან რთული პრცესია, ჩვენ კი გვაქვს აპარატი, რომელიც აადვილებს ზონაზე მუშაობას და შესაბამისად, უკეთეს შედეგს გვაძლევს ნაკლებნი დანაკარგით. ინტენსიურად ვმუშაობთ თმის ცვენის პროცესის პრევენცის მეთოდების შემუშავებაზე და საკმაოდ დიდი წარმატებებიც გვაქვს.

    რა არის ტრიხოპიგმენტაცია და რამდენად პოპულარულია ეს მომსახურება საქართველოში?

    ზოგიერთ ადამიანს უნდა რომ ჰქონდეს დაბალი თმა. ამ დროს გამოიყეება ტრიხოპიგმენტაცია, რაც გულისხმობს ბიო საღებავების დერმაში (კანში) შეყვანას. თუმცა, ჩვენ ნებისმიერი რაოდენობის თმის გადანერგვა შეგვიძლია.

    როგორ ხდება თმის ცვენის დიაგმოსტიკა?

    თმის ცვენის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია მიკროელემენტების შემადგენლობის შესწავლა და ტრიხოსკოპიული კვლევები. ეს ხდება მრავალფუნქციური აპარატით, რომელიც  ადგენს კვადრატულ სანტიმეტრში თმა რა ფაზაშია. საერთოდ, თმის 85% უნდა იყოს ზრდის ფაზაში, დანარჩენი კი მოსვენების ფაზაში. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ეს თანაფარდობა დაირღვეს და გამოიწვიოს თმის ცვენა. ამას ჰქვია ტრიხოგრამის შედგენა. შემდეგ უკვე ხდება ჰორმონალური ფონის დადგენა. საჭიროა არა მხოლოდ დერმატოლოგის, არამედ ნერვროპათოლოგის და ენდოკრინოლოგის კონსულტაცოაც. მოკლედ, ეს საკმაოდ შრომატევადი და კომპლექსური კვლევაა.

    შესაძლებელია თუ არა თმის ცვენის პროცესის სხვა გზებით მკურბნალობა?

    თმის გადანერგვის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს სამკურნალო მანიპულაციები. ეს შეიძლება იყოს მეზოთერაპია, ლაზეროთერაპია და მედიკამენტოზური თერაპია, რომელიც ორი პრეპარატის საშუალებით ხდება, რაგდან მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია მხოლოდ ორი პრეპარატი (ჰორმონალური დისბალანსის და მიკროცირკულაციის გამუმჯობესებისთვის). მთავარია ადრეულ ეტაპზე დადგინდეს თმის ცვენის მიზეზი, რადგან დიდი ალბათობაა, რომ კონსერვატიული მეთოდებით მოხდეს შეჩერებაც და ბოლო პერიოდში გაცვენილი თმის აღდგენაც.

    თმის გადანერგვის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები თუ არსებობს?

    რაიმე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, უბრალოდ პაციენტმა ერთი კვირის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავოს, არ უნდა მიიღოს ალკოჰოლიც. გადანერგვიდან მესამე დღეს უკვე შესაძლებელია თავის დაბანა. ასევე აუცილებელია ელემენტარული ჰიგიენის დაცვა.

    რამდენად ხშირად მოგმართავენ ქალბატონები და რა იწვევს თმის ცვენას ქალებში?

    ქალებში ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა, ასევე მენოპაუზამ. ქალბატონები გადანერგვაზე ხშირად არ მოგვმართავენ, ვინაიდან ქალებში განსხვავებული კლასიფიკაციაა და წინა ხაზი მამაკაცებისგან განსხვაევბით ყოველთვის ნარჩუნდება. თუმცა, მკურნალობა ინიშნება და შედეგსაც ვიღებთ. ხშირად მოგვმართავენ ტრავმის შემდგომ ნაწიბურების შესავსებად და წარბების გადასანერგად.

    თმის გადანერგვის გარდა რას სთავაზობს კლინიკა Hairline  მომხმარებელს?

    თმის გადანერგვის გარდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, პლასტიკური და ესთეტიკური ოპერაციების ყველა სფერო გვაქვს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ პროფესიონალურ, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ასე რომ, მხოლოდ თმის გადანერგვის მიმართულებით არ ვმუშაობთ. ჩვენთან ტარდება ლიპოსაქცია, ოტოპლასტიკა, რინოპლასტიკა, წელის კორექცია, მამოპლასტიკა და სხვა.

    რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში?

    წელს დაგეგმილი გვაქვს გრანდიოზული კონფერენციის მოწყობა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების მონაწილეობით. ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვას, რათა ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მსოფლიო დონის მომსახურება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი პაციენტებიც. ისინი სპეციალურად ჩამოდიან, არჩევენ ჩვენს კლინიკას და “ჰეალაინში” იღებენ სრულფასოვან მომსახურებას.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი