ირინა ონაშვილი: თავის მოვლის განსაკუთრებულ ხერხებს არ მივმართავ

    ალბათ არასწორი სტერეოტიპია ის აზრი, რომ რაც დრო გადის, ჩვენი სილამაზე სადღაც ქრება. სილამაზე არსად წავა თუ იცით რა სჭირდება თქვენს ორგანიზმს. მოდელის და “მის საქართველო 2003”-ის, ირინა ონაშვილის შემთხვევაშიც ასეა. იგი ყოველ წელს კიდევ უფრო ლამაზია. განსაკუთრებულ პროცედურებს არ მიმართავს, არც საიდუმლო რეცეპტი აქვს. 

    რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა და რა საშუალებებს მიმართავთ?

    თავის მოვლა 14 წლიდან დავიწყე, მარტივი დამატენიანებელი საცხით და გამწმენდი რძით. დღემდე არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. უბრალოდ, ვცდილობ დავიცვა ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გამოიხატება ფიზიკური აქტივობით, სწორი კვებით და ძილის რეჟიმის დაცვით. თავის მოვლის განსაკუთრებულ ხერხებს არ მივმართავ – ცოტა ზარმაცი ვარ ამ კუთხით. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ძალიან მისაღები იყო ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმი და მისი საშუალებით კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღება.

    პროცედურები, რომელთა ჩატარება გიწევთ… და რომელთა ჩატარებასაც მომავალში გეგმავთ?

    მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება თითქმის ყოველდღიურად მიწევს, ამიტომ მყავს კოსმეტოლოგი, რომელთანაც ვიტარებ იმ აუცილებელ, მარტივ პროცედურებს, რასაც ჰქვია სახის გაწმენდა და პილინგი, რომელიც წლის გარკვეულ სეზონებზე აუცილებელია ჩვენი კანისთვის. ასევე, წელიწადში ორჯერ ვსვამ ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმს, რომელიც მეხმარება თავიდან ავიცილო თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და სახის კანის პრობლემები.

    როგორც ალბათ ყველა ქალი, მეც ყველანაირად ვეცდები, რომ შევინარჩუნო ჩემი გარეგნობა. არ გამოვრიცხავ ასაკის მატებასთან ერთად, მივმართო უფრო ძლიერ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს – ვგულისხმობ ბოტოქსს, ასევე ოქროს ძაფებს და ა. შ.

    დემაკიაჟის რა საშუალებებს მიმართავთ?

    მთვარი სწორედ ის არის, რომ მაკიაჟის მოცილება სწორად შევძლოთ და რაც საყურადღებოა, არასოდეს დამიძინია მაკიაჟით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანია პროდუქცია, არ უნდა დავიტოვოთ სახეზე ტონალური კრემი, ძილის წინ კარგად უნდა ჩამოვიბანოთ. რომ კანმა ისუნთქოს.

    თქვენი საყვარელი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მოიხმართ.

    ყველა კოსმეტიკური საშუალება, დაწყებული ტონალურით და დამთავრებული თვალის ჩრდილებით, არის ჩემი სუსტი წერტილი, როგორც ბევრი ქალისთვის.

    რამდენად ხშირად ირუჯებით და როგორ უვლით გარუჯულ კანს?

    მთელი წლის განმავლობაში გარუჯული არ ვარ, ზაფხულის პერიოდში კი ვაქტიურობ ხოლმე ამ მიმართულებით. გარუჯვა იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ ყურადღებას ვაქცევ როგორც მიღების წესებს, ასევე შენარჩუნების წესებსაც. ბოლო წლებში, ამ პერიოდშიც აქტიურად ვსვამ ნუტრიკოსმეტიკას, რომელიც თავისი მოქმედებებით კანის დატენიანებას უწყობს ხელს. დატენიანებული კანი კი ნამდვილად არის თანაბარი რუჯისა და გრძელვადიანი ეფექტის წინაპირობა.

    რა ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორ მიაღწიონ სილამაზეს და ჯანმრთელობას ერთდროულად?

    ყველა ადამიანს ვურჩევ, აუცილებლად ივარჯიშონ და მიიღონ სწორი საკვები, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როდესაც ჯანმრთელი ხარ, ყველა სხვა პრობლემა არის მეათე ხარისხოვანი. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ამიტომ არ მოიკლოთ ეს ბედნიერება. გაიღიმეთ უფრო მეტი…. შენიშნეთ ცხოვრებაში უფრო მეტი დადებითი მხარე და დარწმუნდებით რომ ის მშვენიერია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი